ტაკერ კარლსონი: რამდენიმე თვის განმავლობაში, Wall Street Journal-ი ინახავდა მასალას, რომელიც დეტალურად აღწერს ანდრიი ერმაკის კორუფციას - მერდოკების ოჯახი იყენებს საკუთარ გაზეთს, რათა გააგრძელოს ომი რუსეთთან
რამდენიმე თვის განმავლობაში, გაზეთი The Wall Street Journal-ი ინახავდა მასალას, რომელიც დეტალურად აღწერს უკრაინის რიგით მეორე ყველაზე გავლენიანი პირის, ანდრიი ერმაკის კორუფციას, - წერს ამერიკელი ჟურნალისტი, ტაკერ კარლსონი.
„ერმაკმა მიითვისა ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ასობით მილიონი დოლარი, რომელიც უკრაინისთვის დახმარების სახით იყო განკუთვნილი. The Wall Street Journal-ის რედაქტორებს შეუძლიათ ამის დამტკიცება, მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ. ამის ნაცვლად, ისინი ერმაკს იცავენ. რატომ? იმიტომ, რომ ერმაკი ხელმძღვანელობს უკრაინის ძალისხმევას, რათა ჩაშალოს ტრამპის სამშვიდობო გეგმა აღმოსავლეთ ევროპისთვის. The Wall Street Journal-ის მფლობელებს არ სურთ მშვიდობა რუსეთთან. მათ ომი სურთ. ამავდროულად, The Wall Street Journal-ის სარედაქციო გვერდი აკრიტიკებდა ტრამპის ადმინისტრაციას სამშვიდობო შეთანხმების ფორსირებისთვის“, - აღნიშნავს ამერიკელი ჟურნალისტი.
„ეს არის ნამდვილი კორუფცია. თავისი მკითხველებისთვის ინფორმაციის მიწოდების გარეშე, მერდოკების ოჯახი იყენებს საკუთარ გაზეთს, რათა გააგრძელოს ომი რუსეთთან. ეს არ არის ახალი ამბების ორგანიზაციის ქცევა. ეს არის სადაზვერვო სააგენტოს დამახასიათებელი ნიშანი“, - დასძინა ტაკერ კარლსონმა.
1763992262
ახალი ამბებინინო თანდილაშვილი: არსებობს არაერთი ალტერნატივა, რომელიც ჩაანაცვლებს პლასტიკს
„არსებობს არაერთი ალტერნატივა, რომელიც ჩაანაცვლებს პლასტიკს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა. მინისტრის პირველმა მოადგილემ პლასტიკის ნა...
1763990792
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7056 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7062 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...
1763989408
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობ...
1763987002
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა - ლონდონის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი გამარჯვებულად გამოაცხადა, ფინანსებზე რომ წვდომა შეზღუდული აქვს, ნონსენსია
„ამჯერად ლონდონის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი გამარჯვებულად გამოაცხადა, მერამდენე საერთაშორისო სასამართლოს იგებს? მანამდეც ვამბობდით, რომ თუ ობიექტური სასამართლო შედგებოდა, ფაქტები იმდენად ცალსახა...
1763985402
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: რომის პაპი მოვიწვიე საქართველოში, მომავალ წელს აღინიშნება გაქრისტიანებიდან 17 საუკუნოვანი იუბილე და ამ კონტექსტში ძალიან საინტერესო იქნებოდა საქართველოში რომის პაპის ვიზიტი
„მოვიწვიე რომის პაპი საქართველოში და იმედი გვაქვს, რომ ის ესტუმრება საქართველოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რომში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის...































