მარიამ ქვრივიშვილმა ლონდონში მიმდინარე გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო ლონდონში მიმდინარე გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიის გახსნის ცერემონიაში.

„ასამბლეაში მონაწილეობა ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, ჩვენ განვიხილავთ პრიორიტეტულ საკითხებს: ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას, საზღვაო სატრანსპორტო მიმართულების განვითარებას, მის უსაფრთხოებას, ისევე, როგორც მის შემდგომ განვითარებასა და ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობას ტრანსპორტის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების კუთხით“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ღონისძიებაზე, რომელსაც მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება, 25 ნოემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მოხსენებით გამოვა და საქართველოს საზღვაო სექტორში არსებულ ტენდენციებზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრებს.

ლონდონში ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრები გამართა ასამბლეაში მონაწილე ქვეყნების კოლეგა მინისტრებთან, მათ შორის საბერძნეთის საზღვაო საქმეთა მინისტრთან, კვიპროსის პრეზიდენტის მოადგილე მინისტრთან სანაოსნო საკითხებში და თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან.

საქართველოს დელეგაციაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთა ერთად მისი მოადგილე თამარ იოსელიანი და სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნათია მიმინოშვილი შედიან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763989408

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობ...

ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა

1763987002

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა - ლონდონის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი გამარჯვებულად გამოაცხადა, ფინანსებზე რომ წვდომა შეზღუდული აქვს, ნონსენსია

 „ამჯერად ლონდონის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი გამარჯვებულად გამოაცხადა, მერამდენე საერთაშორისო სასამართლოს იგებს? მანამდეც ვამბობდით, რომ თუ ობიექტური სასამართლო შედგებოდა, ფაქტები იმდენად ცალსახა...

ირაკლი ზარქუა

1763985402

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: რომის პაპი მოვიწვიე საქართველოში, მომავალ წელს აღინიშნება გაქრისტიანებიდან 17 საუკუნოვანი იუბილე და ამ კონტექსტში ძალიან საინტერესო იქნებოდა საქართველოში რომის პაპის ვიზიტი

 „მოვიწვიე რომის პაპი საქართველოში და იმედი გვაქვს, რომ ის ესტუმრება საქართველოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რომში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის...

ირაკლი კობახიძე

1763984991

ახალი ამბები

ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია - ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-სთან დავაში ყველა პუნქტში გაიმარჯვა

 ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია - ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-სთან დავაში ყველა პუნქტში გაიმარჯვა. გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ რამდე...

ბიძინა ივანიშვილი:

1763980447

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: PABSEC-ის საქართველოს თავმჯდომარეობა ფოკუსირებული იქნება დაკავშირებადობის განვითარებაზე, ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობასა და საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერებაზე

 „ჩვენ გვჯერა, რომ დიალოგი და თანამშრომლობა სტაბილურობას განაპირობებს, ხოლო სტაბილურობა განვითარებას უწყობს ხელს. სწორედ ამ სულისკვეთებით იბარებს საქართველო PABSEC-ისა და, ასევე, BSEC-ის თავმჯდომარეობ...

შალვა პაპუაშვილ