გიორგი გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, რაც ჩამდენ პირთა 91%-ის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნაში გამოიხატებოდა
2025 წელს ოჯახურ დანაშაულზე 4585 პირის მიმართ დავიწყეთ სისხლისსამართლებრივი დევნა, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ოჯახური დანაშაულის შედეგად, უმეტესად ქალები ზარალდებიან.
„კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა, რაც გამოიხატებოდა ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა 91%-ის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნაში, რაც სასამართლოს მხრიდან დაკმაყოფილდა 62%-ის მიმართ.
ამ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობა აქტიური პრევენციის გარეშე წარმოუდგენელია, წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგი, გაანალიზდა სასამართლოს პრაქტიკა და პრეცედენტული გადაწყვეტილებები, რომლის საფუძველზე ვგეგმავთ საგამოძიებო, საპროკურორო და სასამართლო პრაქტიკაში არსებული ტენდენციების შეფასებას, ხარვეზების აღმოფხვრას, სასამართლოს საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებას, სწორი და ერთგვაროვანი მიდგომების დანერგვას.
2025 წელს კვლავ აქტუალური იყო ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა მხარდაჭერა და გაძლიერება. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები პრიორიტეტულად ერთვებოდნენ ოჯახური დანაშაულის საქმეებში, გაგრძელდა პროკურორთა სპეციალიზაცია, დაიწყო მუშაობა და მოქალაქისთვის საჯაროდ ხელმისაწვდომი მალე გახდება საინფორმაციო ბროშურა ოჯახური დანაშაულთან დაკავშირებულ საკითხებზე“, - აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.
1782286744
ახალი ამბებილანა მორგოშია: საქართველოს ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმები და პროგრამები არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ „POSTV“-ის ჩართვაში თბილისში მიმდინარე საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო პირველად მასპინძლობს ფორუმს...
1782286101
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ 625 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციი...
1782285154
ახალი ამბებიმაგდა კლდიაშვილი ცნობილ ვიდეოზე, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავს: დღემდე ყველა სიტყვას ხელს ვაწერ, რაც ვთქვი
სპორტული ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი, რომელიც ცნობილ ვიდეოში, დავით ერაძესთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავს და ამცირებს, აცხადებს, რომ „ყველა სიტყვას ხელს აწერს“, რაც მაშინ თქვა. მისი თქმით, როცა...
1782283490
საზოგადოებაგიორგი გვარაკიძე: მოლოდინი გვაქვს, რომ თაღლითობის საქმეებზე სპეციალიზაციის დანერგვა და ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა დადებითად აისახება ამ კატეგორიის დანაშაულებზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების დროულად მიღებაზე
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას თაღლითობის დანაშაულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თაღლითობა კომპლექსურ...
1782283402
ახალი ამბებიიმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინე...






























