ლანა მორგოშია: საქართველოს ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმები და პროგრამები არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ „POSTV“-ის ჩართვაში თბილისში მიმდინარე საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე ისაუბრა.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო პირველად მასპინძლობს ფორუმს, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები მნიშვნელოვანი და საინტერესოა საერთაშორისო პარტნიორებისთვის.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა და ღონისძიებაა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმები და პროგრამები არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. სამ დღეს გაგრძელდება ეს ღონისძიება. გუშინ უკვე პლენარული სესიებისა და პარალელური ვორქშოფების ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი დავფარეთ.
ეს იყო სერვისების განვითარებაში და შემდეგ მიწოდებაში მოქალაქეების მონაწილეობა და ჩართულობა; ასევე, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენება, მონაცემთა შეგროვება და ბევრი სხვა საკითხი, რაც ამ ფორმატის ფარგლებში არის მოაზრებული.
მეორე დღეს გავხსენი პანელური დისკუსია, სადაც დეტალურად ვისაუბრე, როგორ შეიძლება უზრუნველვყოთ მოქალაქეთა ჩართულობა და ინკლუზია, რომ ყველას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ მიიღონ ეს სერვისები, არამედ ჩაერთონ მათი ფორმირების პროცესში, რათა სერვისები მეტად იყოს ორიენტირებული ჩვენს მოქალაქეებსა და მომხმარებლებზე.
ხვალ გაიხსნება მრგვალი მაგიდა, მინისტერიალი. იუსტიციის მინისტრი გააცნობს კოლეგა მინისტრებს იმ მიღწევებს, რაც გვაქვს ამ სფეროში, მოქალაქეზე ორიენტირებულ მიდგომებთან დაკავშირებით, ისაუბრებს იუსტიციის სახლის მოდელებსა და სერვისებზე, რასაც გასცემს იუსტიციის სამინისტრო და შეეხება არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს სერვისებს.
ჩვენ გვქონდა არაერთი ორმხრივი შეხვედრა, დღესაც და ხვალაც გათვალისწინებულია არაერთი პარალელური, ორმხრივი შეხვედრა. ხვალინდელი დღე დასრულდება ცერემონიით, რომელიც მოიაზრებს ყველაზე ინოვაციური პროექტების დაჯილდოებას და გამოვლინდება ის ქვეყნები და ის პროექტები, რომლებიც მიჩნეულ იქნა ყველაზე ინოვაციურ და მოქალაქეზე ორიენტირებულ პროექტებად“, – განაცხადა ლანა მორგოშიამ.
1782287234
ახალი ამბებისამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 14 პირი
სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 14 პირი, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდე...
1782287086
ახალი ამბებინანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, მისი თანდასწრებით ნიკა მელია სააკაშვილს დედას აგინებდა
ნანუკა ჟორჟოლიანმა, გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რომ ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს დედას მისი თანდასწრებით აგინებდა. ჟორჟოლიანის განცხადებით, მელია სააკაშვილს საჯარო სივრცეში, მათ შორის, პ...
1782286101
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ 625 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციი...
1782285352
ახალი ამბებიგიორგი გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, რაც ჩამდენ პირთა 91%-ის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნაში გამოიხატებოდა
2025 წელს ოჯახურ დანაშაულზე 4585 პირის მიმართ დავიწყეთ სისხლისსამართლებრივი დევნა, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის 2025 წლის სა...
1782285154
ახალი ამბებიმაგდა კლდიაშვილი ცნობილ ვიდეოზე, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავს: დღემდე ყველა სიტყვას ხელს ვაწერ, რაც ვთქვი
სპორტული ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი, რომელიც ცნობილ ვიდეოში, დავით ერაძესთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავს და ამცირებს, აცხადებს, რომ „ყველა სიტყვას ხელს აწერს“, რაც მაშინ თქვა. მისი თქმით, როცა...






























