გიორგი გვარაკიძე: დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება, მათი უფლებების დაცვა და გაძლიერება საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით გათვალისწინებული პრიორიტეტია

დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება, მათი უფლებების დაცვა და გაძლიერება საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით გათვალისწინებული პრიორიტეტია - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

მისი თქმით, დაზარალებულის უფლებების ეფექტიანი დაცვისა და მათი ემოციური მხარდაჭერის მიზნით, უწყება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა საქმიანობის ხარისხს აუმჯობესებს.

„ბოლო წლებში 5000-ს აღწევს იმ პირთა რაოდენობა, ვინც მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურით ისარგებლა, ყველაზე ხშირად დახმარებით ისარგებლეს ოჯახური დანაშაულების, სხვადასხვა სახის ძალადობის, სქესობრივი ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, სატრანსპორტო დანაშაულებისა და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ფაქტებზე დაზარალებულმა პირებმა. წლის განმავლობაში მომეტებული ყურადღება ეთმობოდა პრევენციას, მომზადდა სრულწლოვანი და არასრულწლოვანი დაზარალებულების გზამკვლევები, რომელშიც თავმოყრილია ინფორმაცია, რა უფლებებით შეუძლია ისარგებლოს დანაშაულის მსხვერპლმა სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპზე, ვისთან მოუწევს კომუნიკაცია პროცესის მიმდინარეობისას, როგორია პროცესის მონაწილეთა, მათ შორის, პროკურორის როლი და რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს სამართალწარმოების დასრულებისას“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782282764

საზოგადოება

გიორგი გვარაკიძე: 2025 წელს გაიზარდა რეალიზატორების გამოვლენისა და მათი დანაშაულებრივი კავშირების გამოძიების პრაქტიკა

2025 წელს გაიზარდა რეალიზატორების გამოვლენისა და მათი დანაშაულებრივი კავშირების გამოძიების პრაქტიკა, ხოლო დანაშაულებრივ ქსელში ჩართული ხელშემწყობი პირების მიმართ გატარდა მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტ...

გიორგი გვარაკიძე

1782282242

ახალი ამბები

გიორგი გვარაკიძე: არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გასაზრდელად 2025 წელს თბილისის პროკურატურაში არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო შეიქმნა

„არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გასაზრდელად 2025 წელს თბილისის პროკურატურაში არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო შეიქმნა“, - ამის შესახებ გენერ...

გიორგი გვარაკიძე

1782280723

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანი კუთხეში მივიმწყვდიე, სენატი კი უდროო, უაზრო კენჭისყრას ატარებს და ტერორიზმის მთავარ სპონსორს ეუბნება, რომ აშშ-ს არ მოსწონს, რასაც ვაკეთებ, ამით ისინი მტერს უჭერენ მხარს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა აშშ-ის სენატში ჩატარებული კენჭისყრა, რომელიც ირანთან მიმართებით პრეზიდენტის სამხედრო უფლებამოსილებას ზღუდავს. ტრამპის თქმით, სენატის გადაწყვეტილებამ ირანს...

ტრამპი ტრამპი

1782280210

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე: საქართველოს იქ ყოფნა ნიშნავს საქართველოს ლიდერობის აღიარებას, რაც არ შედის დღეს მათ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებში

საქართველოს იქ [სხდომაზე] ყოფნა ნიშნავს საქართველოს ლიდერობის აღიარებას. ეს უბრალოდ არ შედის დღეს მათ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებში, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომი...

ირაკლი ქადაგიშვილ

1782279034

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ევროკავშირზე: ისინი უნდა შეეგუონ, რომ ვერც რევოლუციის გზით მოხდა ჩვენი ჩანაცვლება, ვერც არჩევნებში მათი უხეში ჩანაცვლება და სხვა გზა არ დარჩებათ, დასხდებიან და დაიწყებენ ჩვენთან საუბარს

სხვა გზა არ დარჩებათ, დასხდებიან და დაიწყებენ ჩვენთან საუბარს, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირის მისამართით. დეპუტატი გა...

ლევან მაჭავარიანი