მაგდა კლდიაშვილი ცნობილ ვიდეოზე, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავს: დღემდე ყველა სიტყვას ხელს ვაწერ, რაც ვთქვი
სპორტული ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი, რომელიც ცნობილ ვიდეოში, დავით ერაძესთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავს და ამცირებს, აცხადებს, რომ „ყველა სიტყვას ხელს აწერს“, რაც მაშინ თქვა.
მისი თქმით, როცა კვარაცხელია გალანძღა, მაშინ საზოგადოება ფეხბურთელს სახეზე ვერ ცნობდა. აღნიშნული კომენტარი, კლდიაშვილმა, ანალიტიკოს დავით ბრაგვაძის ფეისბუქპოსტზე დაწერა, რომელმაც, თავის მხრივ, რუსეთ-უკრაინის ომი მიიჩნია ხვიჩა კვარაცხელიას წარმატების ფაქტორად: „პუტინს რომ ის საზარელი ომი არ დაეწყო, კაცმა არ იცის კიდევ რამდენი წელი ჩარჩებიდა ხვიჩა რუსეთში, ...იმ ომის გარეშე ჯერ სავარაუდოდ ევროპული ტიტული არც ექნებოდა, ორ ჩემპიონთა ლიგაზე ზედმეტია ლაპარაკი“.
„დათო, ძალიან დიდი მადლობა. არასოდეს არავინ შეწუხებულა ჩემი ბულინგით, იმით, რაც ამდენი წლის განმავლობაში ხდებოდა. სხვების „უფლებადამცველებიც” მაგ ნაკადში იყვნენ სხვათა შორის, ღირსი რომ ვიყავი, რაც ხდებოდა. დღემდე ყველა სიტყვას ხელს ვაწერ, რაც ვთქვი. ეს, თუ ვინმემ არ იცის, ხვიჩა კვარაცხელიას სახეზე ვერ ცნობდნენ და მამუკა ჯუღელისგან ვერ განარჩევდნენ, იმ დროს, როცა ეგ გადაცემა ჩაიწერა. ეს ბატონი ვინაა, ვისაც ჰგონია, რომ მე მენტალური პრობლემები მაქვს, გონში არ ვარ და არც მაინტერესებს. შენ რატომ მოგაბრალა ეგ ნარატივი, რომ მე მენტალურად პრობლემური გგონივარ, მე არ ამომიკითხავს. დიდი ხანია ჩვენ ერთმანეთი არ გვინახავს, მაგრამ მენტალურად არამდგრადს რომ არ მიცნობ, კი იცი. ისე, ძაან კაი გოგო ვარ, ამ ხალხმა კი არ იცის, მარა შენ კი იცი და რასაც ვლაპარაკობ, ზუსტად ვიცი, რასაც“, - წერს მაგდა კლდიაშვილი.
აღნიშნული თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც იუთუბერმა გიორგი კალატოზმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით მაგდა კლდიაშვილის ნათქვამში, „რაღაცები მართალი იყო“.
1782286744
ახალი ამბებილანა მორგოშია: საქართველოს ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმები და პროგრამები არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ „POSTV“-ის ჩართვაში თბილისში მიმდინარე საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო პირველად მასპინძლობს ფორუმს...
1782286101
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ 625 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციი...
1782285352
ახალი ამბებიგიორგი გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, რაც ჩამდენ პირთა 91%-ის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნაში გამოიხატებოდა
2025 წელს ოჯახურ დანაშაულზე 4585 პირის მიმართ დავიწყეთ სისხლისსამართლებრივი დევნა, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის 2025 წლის სა...
1782283490
საზოგადოებაგიორგი გვარაკიძე: მოლოდინი გვაქვს, რომ თაღლითობის საქმეებზე სპეციალიზაციის დანერგვა და ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა დადებითად აისახება ამ კატეგორიის დანაშაულებზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების დროულად მიღებაზე
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას თაღლითობის დანაშაულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თაღლითობა კომპლექსურ...
1782283402
ახალი ამბებიიმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინე...






























