„ბავშვებისთვის ასეთი დამამცირებელი რამ, რაც მან დაწერა, სრული დისკრიმინაციაა?! - შედეგი ნამდვილად გვაქვს და ღირდა მილიონებიც“ - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები „ნაცმოძრაობის“ აქტივისტს პასუხობენ
„აღშფოთებულები ვართ მშობლები. მის ასეთ ქმედებას რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ“, - ასე გამოეხმაურა „ქრონიკასთან“ საუბრისას ორგანიზაცია „პატარა ადამიანები საქართველოდან“ დამფუძნებელი ლია შალვაშვილი „ნაცმოძრაობის“ აქტივისტ დარინა მიქელაძის პოსტს.
კერძოდ, მიქელაძე ინტერესდება, დაფინანსების შედეგად აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვები თუ „დაიზარდნენ“. ამასთან, მიქალაძე აცხადებს, რომ ამ ფონზე მის დისშვილს სკოლა არ აქვს.
„ცივილიზებულ სამყაროში ნორმალურ, განვითარებულ ადამიანს არ უნდა ესმოდეს, რომ ბავშვებისთვის ასეთი დამამცირებელი რამ, რაც მან დაწერა, სრული დისკრიმინაციაა?! - და ამაზე შეიძლება აღიძრას საჩივარი და მშობლებმა ვუჩივლოთ?! აღშფოთებულები ვართ მშობლები. მის ასეთ ქმედებას რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ“, - განუცხადა „ქრონიკას“ ორგანიზაცია „პატარა ადამიანები საქართველოდან“ დამფუძნებელმა ლია შალვაშვილმა.
„ასეთ არაადეკვატურ ადამიანს კომენტარს არ გავუკეთებ. არ ვთვლი პასუხის ღირსად“, - აღნიშნა კიდევ ერთმა მშობელმა მარი მუშკიაშვილმა.
„თავისი შვილი რომ იყოს, ასე მოიხსენიებდა? ეს მაინტერესებს. შედეგი ნამდვილად გვაქვს და ღირდა მილიონებიც“, - განაცხადა ნანა მელიქიძემ.
„რა ბოროტები არიან ეს „ნაცები“. უნამუსო და არაადამიანია, ვინც ასეთ კომენტარს აკეთებს. დიაგნოზს არ აქვს მნიშვნელობა, შეურაცხმყოფელ განცხადებას ვინ გააკეთებს. „ნაცებს“ ადამიანებად არ ვთვლი, უნამუსოები არიან. ძალიან მადლიერი და მადლობლები ვართ სახელმწიფოსი, რომ ამ ბავშვებს ეს წამალი დაუფინანსეს. შედეგები გასაოცარი აქვთ“, - დასძინა ნათია გურგენიძემ.
1789813525
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ინტოქსიკაციის ნიშნებით, 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი, თუმცა არ იყო გართულების შემთხვევა ან მოსალოდნელი რისკი
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ბაგა-ბაღებში ბავშვების შესაძლო ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი. მინისტრის თქმით, არცერთ შემთხვე...
1789811814
მსოფლიოვლადიმერ პუტინი: კიევის რეჟიმი ყველაფერს აკეთებს, რომ მშვიდობა და მოლაპარაკებები არ იყოს
„კიევის რეჟიმი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მშვიდობა და მოლაპარაკებები არ იყოს“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო-სამრეწველო კომისიის სხდომაზე განაცხადა. რუსეთის ლიდერმ...
1789809732
მსოფლიო„სრული ტყუილი“ - ჰეგსეთი უარყოფს WaPo-ს ცნობას, რომ ირანთან ომში აშშ-ის სამხედროების დაღუპულთა რაოდენობა პენტაგონის ოფიციალურ მონაცემებზე მეტია
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი უარყოფს The Washington Post-ის ცნობას, რომლის მიხედვითაც ირანთან ომის პერიოდში ამერიკელი სამხედროების დაღუპულთა რაოდენობა პენტაგონის მიერ ოფიციალურად აღიარებულ 18...
1789808138
ახალი ამბებიგია აბაშიძე: რადიკალური ოპოზიციისთვის „სანქცირებული რუსული გემები“ უკვე რიტუალურ მოჩვენებებად იქცა
„რადიკალური ოპოზიციისთვის საქართველოს მიერ კონტროლირებად აკვატორიაში „სანქცირებული რუსული გემების“ მიმოსვლა უკვე რიტუალური მოჩვენებებია - არც გემი სჭირდებათ, არც მტკიცებულება. მთავარია, ბოროტი ტყუილი...
1789807509
ახალი ამბებიკახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება - მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
თბილისში, ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში 1 600 დევნილ ოჯახს სრულად გარემონტებული ბინები გადაეცა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი სივრცე 11 კორპუსს, 2 426 სრულად გარემონტებულ ბინა...































