ლევან მაჭავარიანი: აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას საქართველოს შესახებ დღეს ვიღებთ საქართველოში, თუმცა ამისთვის ბევრი პოლიტიკური დარტყმა მივიღეთ
„აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას საქართველოს შესახებ დღეს ვიღებთ საქართველოში, თუმცა ამისთვის ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ და ბევრი პოლიტიკური დარტყმაც მივიღეთ“, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, საქართველომ 1991 წელს დამოუკიდებლობა აღიდგინა, თუმცა მაშინ სუვერენიტეტი არ დაუბრუნებია.
„იყო სააკაშვილის ხელისუფლება, როდესაც გარე ძალები მართავდნენ იმ ხელისუფლების ხელით ჩვენს ქვეყანას და ატარებდნენ თავიანთ ინტერესებს. თუ დამოუკიდებლობასთან ერთად სუვერენიტეტი არ გაქვს, მაშინ ეს დამოუკიდებლობა მოჩვენებითია.
როდესაც ჩვენ ეს ქვეყანა გადმოვიბარეთ, ჭარბი გავლენები იყო უცხო ძალების ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად ჩვენ უნდა გადაგვედგა ნაბიჯები, რომ დაგვებრუნებინა ქვეყნისთვის სუვერენიტეტი და დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 14 წლის თავზე ჩვენი მმართველობის საქართველო არის იმდენად დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან.
აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას საქართველოს შესახებ დღეს ვიღებთ საქართველოშივე, თუმცა ამისათვის ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ და ბევრი პოლიტიკური დარტყმაც მივიღეთ“, - აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა.
მმართველი პარტიის დეპუტატის განცხადებით, სუვერენიტეტზე საუბრის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესების დაცვა და გატარებაა.
„შენ, რა თქმა უნდა, პარტნიორის, მეგობრის ინტერესი უნდა გაითვალისწინო, მაგრამ არასდროს არ უნდა გაითვალისწინო თუ ის კონფლიქტში მოდის შენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესთან“, - დასძინა ლევან მაჭავარიანმა.
1789825119
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ოპოზიციონერებზე: მათთვის სიძულვილი, შეურაცხყოფა არის ჩვეულებრივი ცხოვრების წესი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, ნატა ფერაძის წინააღმდეგ Facebook პოსტის გამო ბერლინში სისხლის სამართლის საქმის დაწყებას გამოეხმაურა. როგორც მმართველი გუნდის დ...
1789822796
ახალი ამბები„ასეთია „ოქროს ბურთის“ ტოპ 3“ - საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფავორიტები დაასახელა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ხვიჩა კვარაცხელიას ოქროს ბურთის შანსებზე ისაუბრა. „იმ წელს, როცა მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება, ოქროს ბურთის გამარჯვებული როგორც წესი ამ ტურნირიდან...
1789820753
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა, სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც
„როდესაც ქვეყანაში უცხოური კაპიტალი შემოდის, იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, შენდება, ვითარდება ეკონომიკა და იზრდება ქვეყნის შესაძლებლობები. სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება სწორედ ინვესტიციების...
1789819801
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ პირებზე: თუ დაკავებულები აღიარებენ ბრალს და დანაშაულს გაითავისებენ, აუცილებლად გამოიცემა ჰუმანური აქტი
„თუ დაკავებული ადამიანები აღიარებენ ბრალს და დანაშაულს გაითავისებენ, აუცილებლად გამოიცემა ჰუმანური აქტი. შესაბამისად, ჰუმანურად მიუდგება სახელმწიფო და გათავისუფლდებიან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმ...
1789818203
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ პირებზე: ყველა ის პატიმარი, რომელიც გულწრფელად მოინანიებს დანაშაულს, რა თქმა უნდა, შედეგად სახელმწიფოსგან ადეკვატურ, ჰუმანურ მიდგომასაც მიიღებს
„ყველა ის პატიმარი, რომელიც გულწრფელად მოინანიებს დანაშაულს, რა თქმა უნდა, შედეგად სახელმწიფოსგან ადეკვატურ, ჰუმანურ მიდგომასაც მიიღებს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა 4...































