რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ინიშნება ბატონი გიორგი ზურაბაშვილი“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

„რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ჟენევის ფორმატთან ერთად, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება.

ბატონი გიორგი ზურაბაშვილი არის ძალზე გამოცდილი დიპლომატი. წლების განმავლობაში ის იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას საჯარო სამსახურში; საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორი, აგრეთვე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; 2024 წელს კი დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ხოლო 2025 წლის 1-ელ ივლისს - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ.

დარწმუნებული ვართ, ბატონი გიორგი ზურაბაშვილი, მისი ცოდნითა და გამოცდილებით, საუკეთესოდ შეასრულებს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლისთვის დაკისრებულ ამოცანებს“, - აღნიშნა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792579417

ახალი ამბები

პრემიერი: ჩვენს პოლიტიკურ სისტემას სჭირდება ჯანსაღი, წელში გამართული, ხალხთან მოლაპარაკე ოპოზიცია და სწორედ ამას ემსახურება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი

სუბიექტურად, ჩვენთვის შეიძლება პირიქით მოგებიანი იყოს ასეთი განულებული ოპოზიციის არსებობა, თუმცა ეს არ არის კარგი ჩვენი დემოკრატიული და პოლიტიკური სისტემისთვის. ჩვენს პოლიტიკურ სისტემას სჭირდება არა ა...

ირაკლი კობახიძე

1792577310

ახალი ამბები

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ინიშნება ბატონი გიორგი ზურაბაშვილი“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ა...

გიორგი ზურაბაშვილი

1792576958

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: საფრანგეთის შს მინისტრმა გამოსვლაში საქართველოს მაგალითი მოიყვანა, მოხდა იმის აღიარება, რომ გარე ძალები უხეშად და უსამართლოდ ერეოდნენ ქვეყნის შიდა პროცესებში

„საფრანგეთის შს მინისტრს არგუმენტები სჭირდებოდა, თუ რატომ უნდა დაიცვას ფრანგული დემოკრატია გარე ჩარევებისგან და მანიპულაციისგან“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდო...

რატი იონათამიშვილი:

1792575906

ახალი ამბები

თამაზ მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს უვადო პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაცი...

პროკურატურა

1792574386

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ახლა საფრანგეთი იღებს კანონს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის არჩევნებში, არავინ უნდა ჩაერიოს და რატომ იყო ეს მიუღებელი საქართველოში?

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი უცხო ქვეყნების ჩარევის შესახებ საფრანგეთის სენატში გამართულ განხილვებს მედიასთან საუბრისას შეეხო. დეპუტატისთვის გაუგებარია ის ორმაგი სტანდარტი, რ...

გურამ მაჭარაშვილი