პრემიერი: ჩვენს პოლიტიკურ სისტემას სჭირდება ჯანსაღი, წელში გამართული, ხალხთან მოლაპარაკე ოპოზიცია და სწორედ ამას ემსახურება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი
სუბიექტურად, ჩვენთვის შეიძლება პირიქით მოგებიანი იყოს ასეთი განულებული ოპოზიციის არსებობა, თუმცა ეს არ არის კარგი ჩვენი დემოკრატიული და პოლიტიკური სისტემისთვის. ჩვენს პოლიტიკურ სისტემას სჭირდება არა ასეთი, არამედ ჯანსაღი, წელში გამართული და ხალხთან მოლაპარაკე ოპოზიცია და სწორედ ამას ემსახურება ის პროცესი, რომელიც არის წამოწყებული საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარე პროცესში აღნიშნული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები თავადვე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები.
„ხედავთ, რომ არსად რესურსი არ აქვთ ამ პოლიტიკურ პარტიებს. ასეთ დროს თეორიულად შეიძლება დასვან კითხვა, თუ ასეთი სუსტია ამ პარტიათა ერთობლიობა, რა საჭიროა მათი აკრძალვა. ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა. რა თქმა უნდა, სუბიექტურად, ჩვენთვის შეიძლება პირიქით მოგებიანი იყოს ასეთი განულებული ოპოზიციის არსებობა, თუმცა ეს არ არის კარგი ჩვენი დემოკრატიული და პოლიტიკური სისტემისთვის.
ჩვენს პოლიტიკურ სისტემას სჭირდება არა ასეთი, არამედ ჯანსაღი, წელში გამართული და ხალხთან მოლაპარაკე ოპოზიცია და სწორედ ამას ემსახურება ის პროცესი, რომელიც არის წამოწყებული საკონსტიტუციო სასამართლოში.
თვალყურს ვადევნებდი გამოსვლებს, მათ შორის, ამ ძალების წარმომადგენლების გამოსვლებს და სასაცილო ის არის, რომ თვითონვე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები. მათ შორის, საკუთარი განცხადებებით საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით და ა.შ. თვითონვე მიაქვთ საკუთარი პირით მტკიცებულებები საკუთარ აკრძალვასთან დაკავშირებით.
ძალიან თვალნათელი გახდება სრულიად საზოგადოებისთვის მე ვფიქრობ ამ დღეების შემდეგ, თუ რატომ არის ეს პოლიტიკური პარტიები ასაკრძალი. ეს ისედაც იცის ჩვენმა საზოგადოებამ, თუმცა ამის დამატებით მტკიცებულებებს იხილავენ სასამართლო პროცესზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
1792579451
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ძალიან სამწუხაროა როდესაც ასე ღიად და უხეშად ცდილობენ ჩაერიონ საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, ეს არის ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავი, ეს წარმოაჩენს, სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიის მძიმე სახეს
„ძალიან სამწუხაროა როდესაც ასე ღიად და უხეშად ცდილობენ ჩაერიონ საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, ეს არის ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა...
1792578229
ახალი ამბებირუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ინიშნება ბატონი გიორგი ზურაბაშვილი“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში...
1792577310
ახალი ამბებირუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ინიშნება ბატონი გიორგი ზურაბაშვილი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ა...
1792576958
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: საფრანგეთის შს მინისტრმა გამოსვლაში საქართველოს მაგალითი მოიყვანა, მოხდა იმის აღიარება, რომ გარე ძალები უხეშად და უსამართლოდ ერეოდნენ ქვეყნის შიდა პროცესებში
„საფრანგეთის შს მინისტრს არგუმენტები სჭირდებოდა, თუ რატომ უნდა დაიცვას ფრანგული დემოკრატია გარე ჩარევებისგან და მანიპულაციისგან“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდო...
1792575906
ახალი ამბებითამაზ მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს უვადო პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაცი...






























