გიორგი კალანდარიშვილი: როდესაც პროცესთან მიმართებით არის ნაკლები ინტერესი ამ არჩევნების არშემდგარად გამოსაცხადებლად, გასაშავებლად და დისკრედიტაციისთვის გამოსაყენებლად, იმთავითვე ნათელია ყველაფერი და კითხვის ნიშნები არ არსებობს

„თავისუფალ გარემოში ჩატარდა არჩევნები. პროცესი მაღალპროფესიულ დონეზე იყო ადმინისტრირებული“, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიაში არცერთი საჩივარი არ არის წარდგენილი.

„ერთი საჩივარი არის წარდგენილი საუბნო საარჩევნო კომისიაში ფოტო-ვიდეო გადაღების წესთან დაკავშირებით, რომელშიც ერთგვარად გაურკვეველია ის მოთხოვნა, რომელიც იქ არის აღნიშნული. ამ არჩევნებმა, ისევე როგორც წინა არჩევნებმა აჩვენა ის, რომ როდესაც პროცესთან მიმართებით არის ნაკლები ინტერესი ამ არჩევნების არშემდგარად გამოსაცხადებლად, გასაშავებლად და დისკრედიტაციისთვის გამოსაყენებლად, იმთავითვე ნათელია ყველაფერი და იმთავითვე კითხვის ნიშნები არ არსებობს. ზუსტად ამას ადასტურებს ეს არჩევნები, მისი ჩატარების ხარისხი, რომ რეალურად არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებებთან მიმართებით არ არსებობს არანაირი საფუძველი და მტკიცებულება, რომელიც რამენაირად ხორცს შეასხამდა იმ ბრალდებებს, რომელიც ჩვენ 2024 წლიდან კამპანიურად, დღევანდელ დღემდე გვესმის“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.

საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, დმანისში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ირაკლი სარსევანიძემ 98 პროცენტზე მეტი აიღო, „ლელოს“ კანდიდატმა ვაჟა ნონიაშვილმა კი მხოლოდ ორი ხმა მიიღო, რაც ერთ-ნახევარი პროცენტია. წალკა - „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ნანული ხინიკაძემ, 96 პროცენტზე მეტი მიიღო, „ლელოს“ კანდიდატმა ზაზა შანთაძემ კი 3 პროცენტზე მეტი. ვანი - „ქართული ოცნება“ - ზაზა ხელაძე, ხმების 87 პროცენტზე მეტი, „ძლიერი საქართველო ლელო“ - 12 პროცენტზე მეტი. ახმეტა - „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან ითიურიძემ 100 პროცენტი აიღო. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791095216

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

4 ოქტომბერს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +19 და ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმიანი დღეა მოსალ...

ამინდი ამინდი

1791060104

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ნიკა გვარამიასა და მისი მხარდამჭერების მიმართ პოლიტიკური თანაგრძნობა მე ვერ მექნება, რადგან ეს ადამიანები შეგნებულად აზიანებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მათ მიმართ მე მართლა ნული პოლიტიკური თანაგრძნობა მაქვს

ნიკა გვარამიასა და მისი მხარდამჭერების მიმართ პოლიტიკური თანაგრძნობა მე ვერ მექნება, რადგან ეს ადამიანები შეგნებულად აზიანებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართ...

ირაკლი კობახიძე

1791057837

ახალი ამბები

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე 94 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე 94 პირს ბრალდება წარუდგინა. შინ...

პროკურატურაპროკურატურა

1791056527

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ ჩვენი რეალური ეკონომიკური ზრდა იყო საშუალოდ 9,3 პროცენტი, წელსაც ვინარჩუნებთ მაღალ ტემპს - პირველი რვა თვის მონაცემებით 7,6 პროცენტი, ამ მაჩვენებლებით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა ზრდის კუთხით

„2020 წლის შემდეგ ჩვენი რეალური ეკონომიკური ზრდა, რაშიც ინფლაცია არ შედის, იყო საშუალოდ 9,3 პროცენტი, წელსაც ვინარჩუნებთ მაღალ ტემპს, ეს არის პირველი რვა თვის მონაცემებით 7,6 პროცენტი. ამ მაჩვენებლები...

ირაკლი კობახიძე

1791055094

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: სკოლების უდიდეს უმრავლესობაში, 90%-ზე ბევრად მეტში მე-12 კლასი იყო ფიქტიური და რეალურად, მოსწავლეები არ დადიოდნენ სკოლებში, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ 11 კლასში შესაძლებელი იყო პროგრამის სრულად ჩატევა

„განათლების რეფორმაზე იყო დისკუსიები, არაერთი ფორმატი, თუმცა ჩვენ მზად ვართ, რომ სხვადასხვა ფორმატში განვავრცოთ დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, უკვე გატარებულ რეფორმაშიც კი შეიძლება განხორციელდე...

ირაკლი კობახიძე