პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ შესაძლოა, ზოგიერთი ამერიკელი ჯარისკაცი ევროპიდან დასავლეთ ნახევარსფეროში გადაიყვანონ

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ზოგიერთი ამერიკელი ჯარისკაცი ევროპიდან დასავლეთ ნახევარსფეროში გადაიყვანონ.

„ჰილის“ ინფორმაციით, ამის მიზეზად ჰეგსეტმა დასავლეთ ნახევარსფეროში ნარკოკარტელების წინააღმდეგ სამხედრო კამპანიების ჩატარება, ასევე შეერთებულ შტატებში ჯარისკაცების ახალ ბაზაზე გადაყვანა დაასახელა.

პენტაგონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აშშ აფართოებს თავის სამხედრო საქმიანობას ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ეკვადორთან, ჰონდურასთან, გვატემალასთან და პანამასთან ერთად.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაფართოებთ ჩვენს ყოფნას და საქმიანობას ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ჩვენს პარტნიორებთან ერთად, განსაკუთრებით ვენესუელაში პრეზიდენტის მიერ გადადგმული გადამწყვეტი ნაბიჯის წყალობით. ამ პარტნიორობის მეშვეობით, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობების სრულიად ახალი ნაკრები“,- განაცხადა ჰეგსეტმა.

მისივე თქმით, აშშ-ის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ძალიან ნათლად აჩვენებს, რომ შტატებს ევროპაში მოკავშირეებს შორის ტვირთის უფრო მეტად განაწილება სურს.

„და როდესაც ამას გავაკეთებთ ამ ძალებისა და აქტივების ნაწილი სხვაგან გადავა – ან უკან, იმ დიდ, კარგ ბაზაზე, რომლის აშენებასაც ვაპირებთ და რომლის შესახებაც გამოვაცხადეთ, ან ისინი შეიცვლიან ადგილმდებარეობას დასავლეთ ნახევარსფეროში, რადგან ჩვენ ამ ტერორისტულ ორგანიზაციებს დავუპირისპირდებით“, – განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791095216

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

4 ოქტომბერს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +19 და ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმიანი დღეა მოსალ...

ამინდი ამინდი

1791060104

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ნიკა გვარამიასა და მისი მხარდამჭერების მიმართ პოლიტიკური თანაგრძნობა მე ვერ მექნება, რადგან ეს ადამიანები შეგნებულად აზიანებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მათ მიმართ მე მართლა ნული პოლიტიკური თანაგრძნობა მაქვს

ნიკა გვარამიასა და მისი მხარდამჭერების მიმართ პოლიტიკური თანაგრძნობა მე ვერ მექნება, რადგან ეს ადამიანები შეგნებულად აზიანებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართ...

ირაკლი კობახიძე

1791057837

ახალი ამბები

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე 94 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე 94 პირს ბრალდება წარუდგინა. შინ...

პროკურატურაპროკურატურა

1791056527

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ ჩვენი რეალური ეკონომიკური ზრდა იყო საშუალოდ 9,3 პროცენტი, წელსაც ვინარჩუნებთ მაღალ ტემპს - პირველი რვა თვის მონაცემებით 7,6 პროცენტი, ამ მაჩვენებლებით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა ზრდის კუთხით

„2020 წლის შემდეგ ჩვენი რეალური ეკონომიკური ზრდა, რაშიც ინფლაცია არ შედის, იყო საშუალოდ 9,3 პროცენტი, წელსაც ვინარჩუნებთ მაღალ ტემპს, ეს არის პირველი რვა თვის მონაცემებით 7,6 პროცენტი. ამ მაჩვენებლები...

ირაკლი კობახიძე

1791055094

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: სკოლების უდიდეს უმრავლესობაში, 90%-ზე ბევრად მეტში მე-12 კლასი იყო ფიქტიური და რეალურად, მოსწავლეები არ დადიოდნენ სკოლებში, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ 11 კლასში შესაძლებელი იყო პროგრამის სრულად ჩატევა

„განათლების რეფორმაზე იყო დისკუსიები, არაერთი ფორმატი, თუმცა ჩვენ მზად ვართ, რომ სხვადასხვა ფორმატში განვავრცოთ დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, უკვე გატარებულ რეფორმაშიც კი შეიძლება განხორციელდე...

ირაკლი კობახიძე