გიორგი სოსიაშვილი: FARA-ზე გამოაშკარავდა „ნაცმოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების საქმიანობა, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით არიან დაკავებულნი - დიდი ეჭვია, რომ „კამიტის“ ბოდვაზე აგებული ამბავიც ამ ლობისტური კომპანიის შედეგია

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდული საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი ეხმიანება ამერიკის იუსტიციის გვერდზე გასაჯაროებულ დოკუმენტს, რომელიც ასახავს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის „ნელსონ მალინსის“ მიერ გაწეულ სამუშაოს. „ნელსონ მალინსთან“ დაკავშირებით, ასევე, ცნობილია ისიც, რომ ის პირდაპირ კავშირშია ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონთან.

გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, ფარამ გამოააშკარავა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის საქმიანობა, რომელიც მუდმივად ქართველი ხალხის ლანძღვითა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებითაა დაკავებული.

სოსიაშვილი ასევე არ გამორიცხავს, რომ „კამიტის“ ამბის უკანაც სწორედ, „ნელსონ მალინსის“ ლობისტური კომპანია იდგეს.

„რადიკალებმა თავის დროზე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გაძარცვეს ქვეყანა, გაძარცვეს ჩვენი ხალხი და ახლა ამ ნანგრევებისგან საქართველოს აღდგენა ხდება და ხედავთ, რომ FARA-ზე დღესავით ნათელია, გამოაშკარავდა მათ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების საქმიანობა, რომლებიც რით იყვნენ დაკავებულნი? - ჩვენი ხალხის ლანძღვით, ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებით. ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით და თავად განაცხადეს მათ. მათ შორის, ძალიან დიდი ეჭვებია იმისა, რომ ეს ე.წ კამიტის ამბავზე, სისულელესა და ბოდვაზე აგებული ამბავიც აი, ამ დაქირავებული, ლობისტური კომპანიის შედეგია და რომლის უკანაც დგანან „ნაცმოღალატეები“ და „ნაცრადიკალები“, რომელთათვისაც მთავარი არის ფულის შოვნა, ძალაუფლების წყურვილი, ქვეყანა იარსებებს თუ არა და ქართველი კაცი იქნება თუ არა მათთვის ეს სულერთია“, - აცხადებს გიორგი სოსიაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765007937

ახალი ამბები

ბერლინმა მიიღო ახალი კანონი პოლიციის შესახებ, რომელიც ხელისუფლებას ფართო სათვალთვალო უფლებამოსილებას ანიჭებს

ბერლინმა მიიღო ახალი კანონი პოლიციის შესახებ, რომელიც ხელისუფლებას ფართო სათვალთვალო უფლებამოსილებას ანიჭებს. პოლიციას ახლა უკვე შეუძლია ფარულად შევიდეს სახლებში და აკონტროლოს ციფრული კომუნიკაციები ის...

ბერლინი

1765005710

ახალი ამბები

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სარფში დიდი ოდენობით „კოკაინის“ მალულად შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართვ...

კოკაინი

1765005052

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული...

დაკავება - ნარკოტიკები

1765002338

ახალი ამბები

ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია: აშშ-ის უსაფრთხოების ახალი დოქტრინა არის ცივი წყალი ბრიუსელში ჩაბუდებული ბიუროკრატებისთვის, რომლებიც ჩაფლულნი იყვნენ კორუფციაში - თუ ასე გააგრძელებს, ევროკავშირი ამ ფორმით აღარ იარსებებს!

„აშშ-ის ახალი დოქტრინა, უსაფრთხოების ახალი დოკუმენტი არის ცივი წყალი ბრიუსელში ჩაბუდებული ბიუროკრატებისთვის“, - წერს „ფაქტმონიტორის” ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია X-ზე. მისი განცხადებით, ტრამპის ადმინის...

ვახტანგ თოფურია

1765001022

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ ვამბობდით, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაცია მაშინდელი ელჩის მეშვეობით, პირდაპირ ერეოდა საქართველოს საქმეებში, უილკერსონის მონაყოლი ამის დასტურია

„ჩვენ ვსაუბრობდით, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაცია, აქაური ელჩის მეშვეობით, პირდაპირ მოქმედებდა ისე, რასაც ახლა ბატონი უილკერსონი საუბრობს. აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ა...

გურამ მაჭარაშვილი