დავით მათიკაშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე: „ნაცმოძრაობის" და მათი პატრონების ლობისტური ტანდემი თავიდან ბოლომდე გაშიფრულია
„ნაცმოძრაობის" და მათი პატრონების ლობისტური ტანდემი თავიდან ბოლომდე გაშიფრულია, რომლის მიზანსაც ჩვენი ქვეყნის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება და პროპაგანდა წარმოადგენდა", - განაცხადა საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე საუბრისას.
როგორც ცნობილია, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელიც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტურ კომპანიის, „ნელსონ მალინსის“ გაწეულ სამუშაოს ასახავს.
„მათ შორის, საგულისხმოა, რომ ეს მავნებლური BBC-ის რეპორტაჟი, რომელიც ეხებოდა თითქოს ჩვენი ქვეყნის მიერ რაიმე ფორმით ქიმიური ნივთიერის გამოყენებას საკუთარი მოქალაქეების მიმართ, იყო აქტიურად და ლობისტურად მხარდაჭერილი შეერთებულ შტატებში სხვადასხვა მედია საშუალების მიერ.
ეს დროშიც ზუსტად ემთხვევა BBC-ის მიერ გაკეთებულ რეპორტაჟს, ამიტომ, ცალსახაა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა - „ფარა", არის უმნიშვნელოვანესი ასპექტი იმისათვის, რომ როგორც ქვეყნის შიგნით არსებული მავნებლური და აგენტურული მოქმედება, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, შეერთებულ შტატებში "ნაცმოძრაობის" და მათი პატრონების მიერ საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები, იყოს ჩვენი საზოგადოების მიერ გააზრებული და სწორი გადაწყვეტილებები მიღებული,"- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
გამოქვეყნებული დოკუმენტით ირკვევა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ლობისტური ჯგუფის საშუალებით, პიარ კამპანიას აწარმოებს 2025 წლის ივლისიდან დღემდე.
1765001022
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ჩვენ ვამბობდით, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაცია მაშინდელი ელჩის მეშვეობით, პირდაპირ ერეოდა საქართველოს საქმეებში, უილკერსონის მონაყოლი ამის დასტურია
„ჩვენ ვსაუბრობდით, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაცია, აქაური ელჩის მეშვეობით, პირდაპირ მოქმედებდა ისე, რასაც ახლა ბატონი უილკერსონი საუბრობს. აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ა...
1764967692
მსოფლიოპუტინის თანაშემწე ვარაუდობს, რომ კუშნერი იქნება ის, ვინც უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების გეგმას დაწერს
კრემლში ფიქრობენ, რომ თუ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების შემდგომი გეგმა შემუშავდება, ამ პროცესზე დიდი გავლენა ექნება აშშ-ის პრეზიდენტის სიძესა და მრჩეველს, ბიზნესმენ ჯარედ კუშნერს, რომელიც მოსკოვშ...
1764964512
ახალი ამბებივატო შაქარიშვილი: ევროკავშირი გაძლიერებულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, წერტილი დავუსვათ ამ ყველაფერს, ამისთვის უნდა გამოვიდეთ ევროილუზიიდან და დავიწყოთ მუშაობა ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსის მოპოვებაზე
სქემა, რომელმაც მასობრივი ფსიქოზი გამოიწვია, დეტალურად განმარტა მთელი მსოფლიოს წინაშე აშშ-ის გადამდგარმა პოლკოვნიკმა, ლოურენს უილკერსონმა. მან ისაუბრა იმის შესახებ, როგორ იქმნებოდა აგენტურული ინფრასტ...
1764959938
ახალი ამბებირუსთავში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
რუსთავში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარიფიროსმანის ქუჩაზე, მიკროავტობუსების ფარეხის ტერიტორიაზე მდებარე შენობაში გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის გა...
1764956266
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რამდენად ეფექტიანია ეს ორგანიზაცია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის პრინციპები, რა პრინციპებზეც დგას ორგანიზაცია
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რამდენად ეფექტიანია ეს ორგანიზაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის პრინციპები, რა პრინციპებზეც დგას ორგანიზაცია, - განუცხადა ჟურნა...































