გივი მიქანაძემ ლანჭოუს უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ლანჭოუს უნივერსიტეტში (Lanzhou University – LZU) საჯარო ლექცია წაიკითხა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მინისტრმა საქართველოსა და ჩინეთს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს განათლების სისტემის თავისებურებებს
და საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებსაც საქართველო ჩინურ მხარესთან ერთად ახორციელებს.
ლექცია კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დაესვათ და საქართველოს შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.
ლექციის შემდეგ გივი მიქანაძე ქართველ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლანჭოუს უნივერსიტეტში სწავლობენ. მინისტრმა სტუდენტებისგან ინფორმაცია მიიღო სასწავლო გარემოს,
აკადემიური პროცესისა და უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ, ასევე, გაეცნო მათ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს.
უნივერსიტეტში ვიზიტისას გივი მიქანაძემ თანამედროვე ინფრასტრუქტურა და კვლევითი ცენტრები დაათვალიერა. კერძოდ, მინისტრი ეწვია ლანჭოუს უნივერსიტეტის პირველი საავადმყოფოს სამედიცინო შემოწმების ცენტრს,სამეცნიერო სადამკვირვებლო სადგურების მართვის ცენტრს, იშვიათი იზოტოპების სასაზღვრო მეცნიერებათა ცენტრსა და ჩინეთის განათლების სამინისტროს კვანტური თეორიისა და გამოყენების მთავარ ლაბორატორიას.
1794461444
ახალი ამბებისამართალდამცველებმა თბილისში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის...
1794460992
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ძალა, ვალდებულები ვართ, რომ სამართლებრივადაც შეფასდნენ ის ძალები, რომლებიც მხოლოდ უცხოურ დაკვეთებს ასრულებენ საქართველოში
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი იმედოვნებს, რომ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მიღებული გადა...
1794459577
ახალი ამბები„ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება
„ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკა სამხარაძის ხელმძღვანელობით დელეგაციამ გადაინაცვლა ქალაქ ხანგჭოუში, ჭეძიანგი...
1794458823
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 12 ნოემბერს საქართველოში
12 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +17 და ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალო...
1794430380
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენთვის ღირებულებას წარმოადგენს ევროპა და ევროპული ფასეულობები და არა კონკრეტული პოლიტიკოსები თუ ბიუროკრატები, რომლებიც დღეს ამ ინსტიტუტებს წარმოადგენენ, ჩვენთვის ევროპა ევროპული ფასეულობებია
„ჩვენთვის ევროპა, უპირველეს ყოვლისა, ევროპული ფასეულობებია, ევროპული ტრადიციები, ევროპული კულტურა და ცივილიზაცია. სწორედ ამიტომ გვსურს, გავხდეთ ევროკავშირის ნაწილი, მისი განუყოფელი შემადგენელი ნაწილი,...





























