შიდა ქართლის პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ასევე ამოიღო სხვადასხვა კალიბრის ვაზნები და მცირეკალიბრიანი შაშხანა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794460992

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ძალა, ვალდებულები ვართ, რომ სამართლებრივადაც შეფასდნენ ის ძალები, რომლებიც მხოლოდ უცხოურ დაკვეთებს ასრულებენ საქართველოში

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი იმედოვნებს, რომ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მიღებული გადა...

ლევან მაჭავარიანი

1794459577

ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება

„ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკა სამხარაძის ხელმძღვანელობით დელეგაციამ გადაინაცვლა ქალაქ ხანგჭოუში, ჭეძიანგი...

„ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება

1794458823

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 12 ნოემბერს საქართველოში

12 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +17 და ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალო...

ამინდი ამინდი

1794430380

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის ღირებულებას წარმოადგენს ევროპა და ევროპული ფასეულობები და არა კონკრეტული პოლიტიკოსები თუ ბიუროკრატები, რომლებიც დღეს ამ ინსტიტუტებს წარმოადგენენ, ჩვენთვის ევროპა ევროპული ფასეულობებია

„ჩვენთვის ევროპა, უპირველეს ყოვლისა, ევროპული ფასეულობებია, ევროპული ტრადიციები, ევროპული კულტურა და ცივილიზაცია. სწორედ ამიტომ გვსურს, გავხდეთ ევროკავშირის ნაწილი, მისი განუყოფელი შემადგენელი ნაწილი,...

ირაკლი კობახიძე

1794430066

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ ძალები, რომელთა ინტერესშიც მისი დაწყება შედიოდა

„ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ ძალები, რომელთა ინტერესშიც მისი დაწყება შედიოდა. ანალოგიურად ვფიქრობ რუსეთის მიერ უ...

 ირაკლი კობახიძე