გიორგი ვოლსკი: განცხადებები, რომ აფხაზებს ვეზიზღებით, გვეზიზღება, ახალი დაძაბულობის შექმნას ემსახურება

„აფხაზებს რომ ვეზიზღებით, გვეზიზღება და ა.შ. ასეთი განცხადებები ახალი დაძაბულობის შექმნას ემსახურება. გაგიკვირდებათ და, უცებ რუსი ბლოგერები გამოჩნდნენ, რომლებიც ამბობენ, ორივე მხარეს იმ დანაშაულების ვრცელი სია აქვს, რომლებიც ერთმანეთის წინაშე ჩაიდინეს და ახლა ადარებენ, ვის უფრო არგუმენტირებული დოკუმენტები გააჩნიაო“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულების განვითარება არ არის ლოკალური ხასიათის.

„ეს გულისხმობს საოკუპაციო რეჟიმის გააქტიურების მცდელობას, აგრესიულ ურთიერთობებს. მიზანია, ყველაფერი, რაც ბოლო პერიოდში ხდება, საფრთხის ქვეშ უნდა დადგეს – იქნება ეს სამედიცინო თვალსაზრისით ჩვენი დახმარება თუ სხვა. ითქვა, თითქოს აფხაზეთში საწვავის შეტანა უკრაინის წინააღმდეგ ომს ემსახურება. 300 ტონაა შეტანილი ჰუმანიტარული თვალსაზრისით და მათთვის ყველა განვითარება მისაღებია, აფხაზეთს უკრაინული დრონი დაეცემა, თუ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას ირანული რაკეტა დაეცემა, თუ ქვეყანაზე რუსეთის სარაკეტო სისტემა მიიტანს იერიშს, მათთვის ყველა განვითარება მისაღებია. ეს პატარა ეპიზოდი იმ სტრატეგიის ნაწილია, რასაც ჰქვია ომში საქართველოს ჩართვის უზრუნველყოფა. ეს ამოცანაა, რომელსაც პატარა მიმართულებები აქვს. განცხადებები გაკეთდა, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არ გვჭირდება, რადგან ევროინტეგრაციის პროცესში შემაფერხებელია, თითქოს მხოლოდ ეს არის შემშლელი იმ პროცედურების რეალიზაციის, რაც სერიოზულ მოთხოვნებს კანდიდატ ქვეყნებს უყენებს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788523268

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: 7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება

7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებითა და სასიხარულო სიახლეებით ხვდება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. გარდა...

მიხეილ სარჯველაძე

1788522801

ახალი ამბები

პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რ...

პროკურატურა

1788521783

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტაილანდურ რესტორანს შპს „ერდოღან ქალაიჯი“ საწარმოო პროცესი შეუჩერა

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ტაილანდური რესტორანი შპს „ერდოღან ქალაიჯი“ (მისამართი: ბათუმი, გორგასლის ქუჩა N13) არაგეგმურად შეამოწმეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნულ...

ერდოღან ქალაიჯი

1788521182

საზოგადოება

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქ...

პროკურატურა

1788520060

საზოგადოება

გიორგი ზერეკიძე ელიზბარაშვილზე: იმიტომ, რომ შვილის ტოლმა ადამიანმა უთხრა ჩემს ოჯახს აღარ მიაყენო შეურაცხყოფაო, იარაღით მიუვარდა და რომ არა დროული რეაგირება, რას დაატრიალებდა, კაცმა არ იცის

თამაზ ელიზბარაშვილის პიროვნების შესახებ წერს ფეისბუკზე გიორგი ზერეკიძე, რომელიც შვილთან ელიზბარაშვილის კონფლიქტს იხსენებს. რაც შეეხება ინციდენტს, ზერეკიძის თქმით, რომ არა პოლიციის დროული რეაგირება, შე...

გიორგი ზერეკიძე