მიხეილ სარჯველაძე: 7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება

7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებითა და სასიხარულო სიახლეებით ხვდება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

გარდა იმისა, რომ მომდევნო კვირის დასაწყისში პრეპარატი ჯივინოსტატი საქართველოში იქნება, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის სამკურნალო მეორე მედიკამენტზეც ისაუბრა, რომლის შესყიდვის პროცესიც აქტიურ ფაზაშია.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პარალელურად მიმდინარეობდა მოლაპარაკება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მეორე მედიკამენტთან დაკავშირებით, რომელიც ზუსტად პარალელურად დაიწყო.

ამ შემთხვევაშიც მინდა, საზოგადოებას სასიხარულო ინფორმაცია მივაწოდო, რომ დასრულდა მოლაპარაკება ყველა არსებით კომერციულ საკითხთან დაკავშირებით. მანამდე, ჩვენი მხრიდან მომზადდა და გამოიცა ყველა აუცილებელი სამართლებრივი აქტიც და დადასტურდა ხელშეკრულების დადების სრული მზადყოფნა.

ახლა ველოდებით კომპანიას და დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს დღეებში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას ამ მედიკამენტის შეძენის შესახებ.

ამ შემთხვევაში შეამჩნევდით, რომ გახანგრძლივდა მოლაპარაკების პროცესი, რაც ძირითადად უკავშირდებოდა ჩვენს პრინციპულ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მკაფიოდ გამოკვეთილი და დაზღვეული იყოს მედიკამენტის ხარისხთან დაკავშირებით შესაბამისი პირების პასუხისმგებლობები და მოვალეობები“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მინისტრმა დიუშენის მქონე ბავშვების მშობლების აქტიურ ჩართულობას გაუსვა ხაზი. მისი შეფასებით, მშობლების მონაწილეობამ მოლაპარაკებების პროცესის წარმატებით წარმართვაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

„მთელ ამ პროცესს თვალს ადევნებდნენ მშობლები. უნდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის. ამ ჩართულობამ ძალიან დადებითად იმოქმედა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პროცესების წარმატებით წარმართვაში.

გუშინ შეხვედრისას ერთ-ერთი მშობელი იხსენებდა ერთ-ერთ მწარმოებელთან რამდენი თვის წინ გამართულ შეხვედრას, ან შეიძლება შარშან გამართულ შეხვედრას, სადაც კომპანიის ხელმძღვანელმა გამოხატა სკეპტიკური დამოკიდებულება საქართველოს მიერ მედიკამენტის შეძენასთან დაკავშირებით. მიხარია, რომ საქართველომ ესეც შეძლო და ის ერთ-ერთი მოწინავეა იმ რამდენიმე სახელმწიფოს შორის, სულ რამდენიმე სახელმწიფოს შორის მსოფლიოს მასშტაბით, ვინც მოახერხა და ასეთი პროგრესი აჩვენა დიუშენის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788520060

საზოგადოება

გიორგი ზერეკიძე ელიზბარაშვილზე: იმიტომ, რომ შვილის ტოლმა ადამიანმა უთხრა ჩემს ოჯახს აღარ მიაყენო შეურაცხყოფაო, იარაღით მიუვარდა და რომ არა დროული რეაგირება, რას დაატრიალებდა, კაცმა არ იცის

თამაზ ელიზბარაშვილის პიროვნების შესახებ წერს ფეისბუკზე გიორგი ზერეკიძე, რომელიც შვილთან ელიზბარაშვილის კონფლიქტს იხსენებს. რაც შეეხება ინციდენტს, ზერეკიძის თქმით, რომ არა პოლიციის დროული რეაგირება, შე...

გიორგი ზერეკიძე

1788519087

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: ამ უსამართლო სანქციებით, ასეთი ზეწოლით არათუ ვერაფერს გახდნენ, მთელი კამპანიებით, რომელიც მის წინააღმდეგ დაგეგმეს და აწარმოვეს, გამოიკვეთა კიდევ უფრო მეტად, როგორ არის ბიძინა ივანიშვილი შეყვარებული საკუთარ სამშობლოზე

ამ უსამართლო სანქციებით, ასეთი ზეწოლით არათუ ვერაფერს გახდნენ, მთელი კამპანიებით, რომელიც მის წინააღმდეგ დაგეგმეს და აწარმოვეს, გამოიკვეთა კიდევ უფრო მეტად, როგორ არის ეს ადამიანი შეყვარებული საკუთარ...

რატი იონათამიშვილი:

1788519004

საზოგადოება

ირაკლი ჭეიშვილი: ეს დღეები ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის მტრები ცდილობენ გამოიყენონ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება და სპეკულირებენ, თითქოს ახალ გარემოებებს წერდნენ თავიანთ სოციალურ ქსელებში. გამოკითხვის შედეგად არაფერი დადასტურდა

ეს დღეები ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის მტრები ცდილობენ გამოიყენონ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება და როგორ ახდენენ სპეკულაციებს, თითქოს ახალ გარემოებებს წერდნენ თავიანთ სოციალურ ქსელებში. გამოკითხვის შედ...

ირაკლი ჭეიშვილი:

1788515243

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი: სააკაშვილის მონაწილეობით დადასტურდა რასთან გვაქვს საქმე და როგორ მწვავე პოლიტიკურ ალერგიას მართებთ რადიკალებს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება მოასწავებდეს სამშვიდობო პოლიტიკის გატარების ფონზე ამ ურთიერთობების დარეგულირებას

უკვე დაუფარავად, სააკაშვილის მონაწილეობით დადასტურდა რასთან გვაქვს საქმე და როგორ მწვავე პოლიტიკურ ალერგიას მართებთ რადიკალებს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება მოასწავებდეს სამშვიდობო პოლიტიკის გატ...

 თორნიკე ჭეიშვილი

1788514188

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ამოცანა არის ქვეყნის გამთლიანება და შერიგება აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან. როდესაც ოპოზიცია ხედავს კონკრეტულ ნაბიჯებს, ცდილობენ, რომ ის შუღლი გააღვივონ, რაც ხელოვნურად არის გაღვივებული ათწლეულის განმავლობაში

ცდილობენ, რომ ის შუღლი გააღვივონ, რაც ხელოვნურად არის გაღვივებული ათწლეულის განმავლობაში, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, რადიკალების წარმომა...

ლევან მაჭავარიანი