გიორგი ვოლსკი: კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არ მოსწონს და არ უჭერს მხარს იმას, რომ კონსტიტუციასთან სიახლოვეს მყოფი რაიმე პროცესი განვითარდეს, ეს არის უბედურება, რომელიც გუშინ რუსთაველზე ვიხილეთ

„კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არანაირად არ მოსწონს და არანაირად არ უჭერს მხარს იმას, რომ კონსტიტუციასთან სიახლოვეს მყოფი რაიმე პროცესი განვითარდეს. ეს არის უბედურება, რომელიც გუშინ ვიხილეთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, რითაც იგი აქციის მონაწილეებსა და „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრებს შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა.
„მავნებლობით ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი უფრო მეტი რესურსის მფლობელია დესტაბილიზაციისთვის და რომელი უკეთ შეასრულებს მარიონეტის როლს. ეს ამოცანა დღის წესრიგში რჩება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს დაპირისპირება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, ინდიკატორია იმ შინაარსისა, რისი მატარებელიც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ - არანაირი ქმედება, რომელიც ახლოს არის საქართველოს კონსტიტუციასთან და ზოგადად, დემოკრატიულ საზოგადოებასთან და დღის წესრიგთან“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეებსა და „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრებს შორის რუსთაველის გამზირზე სიტყვიერი და ფიზიკური კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა გრიგოლ გეგელიას ადგილზე ყოფნა გააპროტესტეს. გეგელიას და „ლელოს“ სხვა წარმომადგენლებს რუსთაველის გამზირის დატოვება მოუწიათ.
1754588371
ახალი ამბებიკახა კალაძე: თბილისი იყო და რჩება საქართველოს ისტორიული მისიის სიმბოლოდ, ამ მისიიდან გამომდინარე, თბილისის განვითარებას ყოველთვის თან ახლდა და ახლავს მრავალი სირთულე, გამოწვევა, რომელთა დაძლევა მუდმივ ძალისხმევას და შრომას საჭიროებს
„მე, როგორც პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი და ამავდროულად დედაქალაქის მოქმედი მერი, კარგად ვაცნობიერებ იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენმა პოლიტიკ...
1754587280
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს - ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელიც აუცილებლად შესრულდება
„მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს - ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელიც აუცილებლად შესრულდება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, თბილისი...
1754587186
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მინდა, კახა კალაძეს კიდევ ერთხელ ვუსურვო გამარჯვება, რაც ასე ძალიან სჭირდება თბილისს და მის განვითარებას შემდეგი 4 წლის განმავლობაში
რამდენიმე დღის წინ, ჩვენ გავხსენით საარჩევნო კამპანია და წარვადგინეთ დედაქალაქის მერობის კანდიდატი - კახა კალაძე. მინდა, კახა კალაძეს კიდევ ერთხელ ვუსურვო გამარჯვება, რაც ასე ძალიან სჭირდება თბილისს დ...
1754584805
ახალი ამბებიდიმიტრი სამხარაძე: 2012 წლის შემდეგ თათბირი ყოფილა სანაცეთში, იქ მიუღიათ გადაწყვეტილება, ომის თარიღი 7 აგვისტოს გადმოეტანათ!
„ადრე მომიყვა ერთმა „ნაცმა“, რომელიც დღემდე სანაცეთზე ინფორმაციებს მაწვდის, 2012 წლის შემდეგ თათბირი ყოფილა სანაცეთში, თვითონაც ესწრებოდა და იქ მიუღიათ გადაწყვეტილება, ომის თარიღი 7 აგვისტოს რომ გადმო...
1754580607
ახალი ამბებილილოს ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
ლილოს ტერიტორიაზე ხანძარი იყო. როგორც „ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ღია ტერიტორიაზე ხის მასალა იწვოდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირე...