მამუკა მდინარაძე: თბილისის საკრებულოს წევრები არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ ჩვენს მოსახლეობასთან, რომლებთან ერთადაც, კახა კალაძემ უნდა შეძლოს, რომ თბილისი იყოს კიდევ უფრო ლამაზი

რამდენიმე ათეულ ადამიანს შევხვდით დამატებით, ვიდრე გადაწყვეტილებები მიიღებოდა კახა კალაძის, ირაკლი კობახიძის და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების მიერ და საბოლოოდ არ შეირჩეოდა ღირსეული კანდიდატები. ბევრ ღირსეულ ადამიანს შევხვდით და გულიც დაგვწყდა ბევრ მათგანზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამოირჩიეს საუკეთესოთა შორის საუკეთესოები, რომლებმაც ყოველდღიურ რეჟიმში უნდა იმუშაონ მოსახლეობასთან და რომლებთან ერთადაც, კახა კალაძემ უნდა შეძლოს, რომ თბილისი იყოს უფრო ლამაზი, მოწესრიგებული და განვითარებული.
„ჩვენ ამოვარჩიეთ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები და მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც კანდიდატი არ არის, ჩვენთან შეხვედრაზე იყო ამ დღეების განმავლობაში და „ქართულ ოცნებას“ ერთგულად უჭერენ მხარს, უჭერენ მხარს მშვიდობას, პატრიოტიზმს, ეროვნულ სულისკვეთებას, ამ ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას და რეალურ ხვალინდელ დღეს, ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებულს. ეს ადამიანებიც სწორედ ამ ნიშნით შეირჩნენ, ზოგი არის საკრებულოს მოქმედი წევრი, ზოგი ახალი კანდიდატია - ყველა მათგანს წარმატებას ვუსურვებ. ისინი უზრუნველყოფენ საკუთარ წარმატებას, ამაზეა აგებული შემდეგ იმ ადამიანების წარმატება, რომლებისთვისაც მათ უნდა იზრუნონ. თბილისის საკრებულოს წევრები არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ ჩვენს მოსახლეობასთან, რომლებთან ერთადაც - კანდიდატებზე და მომავალ წევრებზეა საუბარი, კახა კალაძემ უნდა შეძლოს, რომ თბილისი იყოს კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო მოწესრიგებული, კიდევ უფრო სიცოცხლით სავსე და მეტი სიკეთე უნდა ჰქონდეს ამ ქალაქს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ღონისძიებაზე თბილისის მაჟორიტარობის 25 კანდიდატი წარადგინა.
1754594524
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: სავარაუდოდ, ორშაბათს წარვადგენთ მერობის კანდიდატებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითოეული კანდიდატი შეირჩევა კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით, ჩვენ გვჭირდება ეფექტიანი მმართველობა
გასული 4 წლის განმავლობაში მაჟორიტარებმა ძალიან დიდი შრომა გასწიეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის შეფასებით, ის 25 კანდიდატი, რომელიც...
1754593353
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: 2009 წელს ეგონათ, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი და 10 წლის მერე გაიგეს, რომ 7 აგვისტოს დაწყებულა? - სამარცხვინოა, მათი მიზანია საზოგადოების გახლეჩვა ყველაფერში
2009 წელს ეგონათ, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი და 10 წლის მერე გაიგეს, რომ 7 აგვისტოს დაწყებულა? მათი მიზანი არის ყველაფერში საზოგადოების გახლეჩვა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა...
1754591636
ახალი ამბებიპრემიერი მამუკა ხაზარაძის მიერ უძრავი ქონების გერმანიის ელჩისთვის იჯარით გაცემაზე: ეს საკმაოდ სერიოზული სკანდალია, ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა ან გადასახადების დამალვას, ან იმას, რომ რეალურად არ ხდებოდა არავითარი თანხის გადახდა გერმანიის ელჩის მხრიდან
ადგილი ჰქონდა ან გადასახადების დამალვას, ან იმას, რომ რეალურად არ ხდებოდა არავითარი თანხის გადახდა გერმანიის ელჩის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მ...
1754590291
ახალი ამბებიკახა კალაძე მაჟორიტარობის კანდიდატებზე: ეს ადამიანები, ჩემთან ერთად, იღებენ პასუხისმგებლობას თბილისის აწმყოსა და მის მომავალზე
ეს ადამიანები იქნებიან ხიდი მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეებს შორის, - ასე წარადგინა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კა...
1754588496
ახალი ამბები„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის 25 კანდიდატი წარადგინა
მმართველი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს. „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის ცენტრალურ ოფისში თბილისის მაჟორიტარობის 25 კანდიდატი წარადგინა. მთაწმინდის რაიონი - ზურაბ ა...