კახა კალაძე მაჟორიტარობის კანდიდატებზე: ეს ადამიანები, ჩემთან ერთად, იღებენ პასუხისმგებლობას თბილისის აწმყოსა და მის მომავალზე

ეს ადამიანები იქნებიან ხიდი მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეებს შორის, - ასე წარადგინა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატები.
მისივე თქმით, სწორედ აღნიშნული კანდიდატები დაიცავენ მომავალში მოსახლეობის ინტერესებს თბილისის საკრებულოსა და მერიაში.
„გაგაცნობთ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებს, რომელთა დიდ ნაწილს უკვე კარგად იცნობთ, ნაწილი კი ახალი სახეებია. ჩემო თბილისელებო, ეს ადამიანები, ჩემთან ერთად, იღებენ პასუხისმგებლობას თბილისის აწმყოსა და მომავალზე. ეს ადამიანები დაიცავენ თქვენს ინტერესებს საკრებულოსა და მერიაში; აქტიურად ჩაერთვებიან საკანონმდებლო საქმიანობაში თქვენი კეთილდღეობისთვის და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდასაჭერად; იქნებიან ხიდი მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეებს შორის.
მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს! - ეს არ არის მხოლოდ დაპირება, ეს არის საქმით დამტკიცებული რეალობა, რასაც შენარჩუნება და განმტკიცება სჭირდება. ჩვენ მზად ვართ, გავამართლოთ თქვენი ნდობა და მეტი სიკეთე შევძინოთ თბილისს. გვჯერა თქვენი მხარდაჭერის, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, რადგან გვჭირდება გამარჯვებული საქართველო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:
მთაწმინდის რაიონი - ზურაბ აბაშიძე;
ვაკის რაიონი - ალექსანდრე ასათიანი, ბექა გელენავა;
საბურთალო - ბექა მიქაუტაძე, არჩილ ნიჟარაძე, შალვა პერანიძე;
კრწანისის რაიონი - ლევან ჯაფარიძე;
ისნის რაიონი - კახაბერ ლაბუჩიძე, ბექა მენთეშაშვილი, დავით ხაბეიშვილი;
სამგორის რაიონი - გიორგი დოხტურიშვილი , ზაქარია წიკლაური , ვაჟა კოკაია, მამუკა ხაბარელი;
ჩუღურეთის რაიონი - ზურაბ ჩიკვილაძე;
დიდუბის რაიონი - გივი ჩხარტიშვილი, შოთა ქევხიშვილი;
ნაძალადევის რაიონი - ირაკლი ბენდელიანი, შალვა მაისურაძე, დავით ჭელიძე, ვალერიან პაპუაშვილი;
გლდანის რაიონი - შალვა ოგბაიძე, ცოტნე ჩიქვინიძე, მიხეილ რეხვიაშვილი, ჯაბა კოღუა.
1754591636
ახალი ამბებიპრემიერი მამუკა ხაზარაძის მიერ უძრავი ქონების გერმანიის ელჩისთვის იჯარით გაცემაზე: ეს საკმაოდ სერიოზული სკანდალია, ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა ან გადასახადების დამალვას, ან იმას, რომ რეალურად არ ხდებოდა არავითარი თანხის გადახდა გერმანიის ელჩის მხრიდან
ადგილი ჰქონდა ან გადასახადების დამალვას, ან იმას, რომ რეალურად არ ხდებოდა არავითარი თანხის გადახდა გერმანიის ელჩის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მ...
1754588496
ახალი ამბები„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის 25 კანდიდატი წარადგინა
მმართველი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს. „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის ცენტრალურ ოფისში თბილისის მაჟორიტარობის 25 კანდიდატი წარადგინა. მთაწმინდის რაიონი - ზურაბ ა...
1754588371
ახალი ამბებიკახა კალაძე: თბილისი იყო და რჩება საქართველოს ისტორიული მისიის სიმბოლოდ, ამ მისიიდან გამომდინარე, თბილისის განვითარებას ყოველთვის თან ახლდა და ახლავს მრავალი სირთულე, გამოწვევა, რომელთა დაძლევა მუდმივ ძალისხმევას და შრომას საჭიროებს
„მე, როგორც პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი და ამავდროულად დედაქალაქის მოქმედი მერი, კარგად ვაცნობიერებ იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენმა პოლიტიკ...
1754587280
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს - ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელიც აუცილებლად შესრულდება
„მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს - ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელიც აუცილებლად შესრულდება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, თბილისი...
1754587186
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მინდა, კახა კალაძეს კიდევ ერთხელ ვუსურვო გამარჯვება, რაც ასე ძალიან სჭირდება თბილისს და მის განვითარებას შემდეგი 4 წლის განმავლობაში
რამდენიმე დღის წინ, ჩვენ გავხსენით საარჩევნო კამპანია და წარვადგინეთ დედაქალაქის მერობის კანდიდატი - კახა კალაძე. მინდა, კახა კალაძეს კიდევ ერთხელ ვუსურვო გამარჯვება, რაც ასე ძალიან სჭირდება თბილისს დ...