ირაკლი კობახიძე: სავარაუდოდ, ორშაბათს წარვადგენთ მერობის კანდიდატებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითოეული კანდიდატი შეირჩევა კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით, ჩვენ გვჭირდება ეფექტიანი მმართველობა

გასული 4 წლის განმავლობაში მაჟორიტარებმა ძალიან დიდი შრომა გასწიეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის შეფასებით, ის 25 კანდიდატი, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი, შემდეგი 4 წლის განმავლობაში მაქსიმალურად ჩაერთვება დედაქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში, პრობლემების გადაჭრაში და ქალაქის განვითარებაში.
„თბილისის საკრებულოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს დედაქალაქის განვითარებაში, განსაკუთრებით მაჟორიტარ დეპუტატებს აქვთ განსაკუთრებული მისია. ისინი არიან ყველაზე ახლოს ურთიერთობაში მოსახლეობასთან. სწორედ მათ მოაქვთ მოსახლეობის პრობლემები და შემდეგ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ გადაჭრან თითოეული საკითხი, რომელიც დაკავშირებულია დედაქალაქის და თითოეული უბნის განვითარებასთან. გასული 4 წლის განმავლობაში მაჟორიტარებმა ძალიან დიდი შრომა გასწიეს და დარწმუნებული ვარ, რომ ის 25 კანდიდატი, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი, შემდეგი 4 წლის განმავლობაში მაქსიმალურად ჩაერთვება დედაქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში, პრობლემების გადაჭრაში და ქალაქის განვითარებაში. არიან პროფესიონალები, დედაქალაქის გულშემატკივრები. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ თითოეული მათგანის გამარჯვებაში.
სხვა მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულებულია და, სავარაუდოდ, ორშაბათს ერთიანად წარვადგენთ მერობის კანდიდატებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. არსებობს 2 კლასიკური კრიტერიუმი, ეს არის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება. თითოეული მერობის კანდიდატი შეირჩევა სწორედ ამ კრიტერიუმებით. ჩვენ გვჭირდება ეფექტიანი მმართველობა. ხშირ შემთხვევაში მოქმედი მერები რჩებიან საკუთარ პოზიციებზე. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, თუმცა გვეყოლება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ახალი სახეები, ახალი კანდიდატები. ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ 63-ვე რეგიონულ მუნიციპალიტეტში მოიგებენ ჩვენი კანდიდატები”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1754593353
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: 2009 წელს ეგონათ, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი და 10 წლის მერე გაიგეს, რომ 7 აგვისტოს დაწყებულა? - სამარცხვინოა, მათი მიზანია საზოგადოების გახლეჩვა ყველაფერში
2009 წელს ეგონათ, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი და 10 წლის მერე გაიგეს, რომ 7 აგვისტოს დაწყებულა? მათი მიზანი არის ყველაფერში საზოგადოების გახლეჩვა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა...
1754592781
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: თბილისის საკრებულოს წევრები არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ ჩვენს მოსახლეობასთან, რომლებთან ერთადაც, კახა კალაძემ უნდა შეძლოს, რომ თბილისი იყოს კიდევ უფრო ლამაზი
რამდენიმე ათეულ ადამიანს შევხვდით დამატებით, ვიდრე გადაწყვეტილებები მიიღებოდა კახა კალაძის, ირაკლი კობახიძის და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების მიერ და საბოლოოდ არ შეირჩეოდა ღირსეული კანდიდატები. ბევ...
1754591636
ახალი ამბებიპრემიერი მამუკა ხაზარაძის მიერ უძრავი ქონების გერმანიის ელჩისთვის იჯარით გაცემაზე: ეს საკმაოდ სერიოზული სკანდალია, ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა ან გადასახადების დამალვას, ან იმას, რომ რეალურად არ ხდებოდა არავითარი თანხის გადახდა გერმანიის ელჩის მხრიდან
ადგილი ჰქონდა ან გადასახადების დამალვას, ან იმას, რომ რეალურად არ ხდებოდა არავითარი თანხის გადახდა გერმანიის ელჩის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მ...
1754590291
ახალი ამბებიკახა კალაძე მაჟორიტარობის კანდიდატებზე: ეს ადამიანები, ჩემთან ერთად, იღებენ პასუხისმგებლობას თბილისის აწმყოსა და მის მომავალზე
ეს ადამიანები იქნებიან ხიდი მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეებს შორის, - ასე წარადგინა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კა...
1754588496
ახალი ამბები„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის 25 კანდიდატი წარადგინა
მმართველი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს. „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის ცენტრალურ ოფისში თბილისის მაჟორიტარობის 25 კანდიდატი წარადგინა. მთაწმინდის რაიონი - ზურაბ ა...