გიორგი ვოლსკი, მარიამ ლაშხი, ზაზა ლომინაძე და ვარლამ ლიპარტელიანი ქუთაისის საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ

საქართველოს პარლამენტის წევრები ქუთაისის საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ქუთაისის დელეგატმა ზაზა ლომინაძემ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვარლამ ლიპარტელიანმა.

პარლამენტის წევრებმა მისასალმებელ სიტყვაში ყურადღება გაამახვილეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვეს მათი იდეებისა და ხედვების ინტეგრირების აუცილებლობას პოლიტიკის ფორმირების პროცესში.

გამოიკვეთა დეცენტრალიზაციისა და რეგიონების გაძლიერების საკითხი. აღინიშნა, რომ განათლების რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ რეგიონების განვითარებაა.

საუბარი შეეხო ციფრულ ტრანსფორმაციასა და გამოწვევებს. ყურადღება დაეთმო ციფრულ სივრცეში აქტიურობას, შესაძლებლობებსა და რისკებს, მათ შორის კიბერბულინგისა და უსაფრთხოების საკითხებს.

1-3 მაისს, ქუთაისი საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმს მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ 7 ქვეყნის (საქართველო, ბულგარეთი, უკრაინა, პოლონეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, ყაზახეთი) ახალგაზრდები.

ფორუმის ორგანიზატორია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიხსნა.

საერთაშორისო ფორუმი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას.

ფორუმის პირველ დღეს ახალგაზრდებმა პრეზენტაციები წარადგინეს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სერვისების შესახებ.

დისკუსია გაიმართა თემებზე: ახალგაზრდების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში და მენტალური ჯანმრთელობა ციფრული ინოვაციების ეპოქაში.

ღონისძიებას საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777642117

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე...

პროკურატურა

1777641605

საზოგადოება

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1-ელი მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6908 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6916 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...

ლარი, ვალუტა

1777640111

საზოგადოება

მეუფე შიო მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრ...

მეუფე შიო

1777639947

საზოგადოება

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 110-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 110-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი...

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

1777638637

საზოგადოება

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა კომისიამ შემაჯამებელ სხდომაზე დასკვნა მიიღო

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე კომისიის დასკვნის პროექტზე იმსჯელეს. პროექტი კომის...

დროებითი კომისია