გია ცაგარეიშვილი: რამდენიმე მიმართულებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში აკრძალული აქვთ საქმიანობა. კანონმდებლობაში საკმაოდ მკაცრი მიდგომები გავითვალისწინეთ ჯარიმების და ქვეყნიდან გაძევების სახით

რამდენიმე მიმართულებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში აკრძალული აქვთ საქმიანობა. კანონმდებლობაში საკმაოდ მკაცრი მიდგომები გავითვალისწინეთ ჯარიმებისა და ქვეყნიდან გაძევების სახით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების აღსრულებაზე ისაუბრა.

„უცხო ქვეყნის მოქალაქეების რეგისტრაცია დავიწყეთ ჩვენს სისტემაში. მათზე უკვე შრომის უფლება გაცემულია. ლეგალურად შეუძლიათ საქართველოში იმუშაონ. უმეტესად ეს თვითდასაქმებულ უცხოეთის მოქალაქეებს შეეხება. მთელი წლის მანძილზე მოვემსახურებით თვითდასაქმებულებსაც და იმ ადამიანებსაც, რომლებიც ამ კანონის ძალაში შესვლამდე ჩვენს რეესტრში ისედაც დარეგისტრირებულები იყვნენ. ასეთი უცხო ქვეყნის 62 ათასი მოქალაქე გვყავს. 2026 წლის 1 მაისიდან უკვე ამოქმედდა გარკვეული აკრძალვები. რამდენიმე მიმართულებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში აკრძალული აქვთ საქმიანობა. კანონმდებლობაში საკმაოდ მკაცრი მიდგომები გავითვალისწინეთ ჯარიმებისა და ქვეყნიდან გაძევების სახით. ჯარიმები 2000 ლარიდან იწყება და ჯარიმდება როგორც დამსაქმებელი, ისე დასაქმებული. იქნება მკაცრი მონიტორინგი.

არავინ ხელოვნური ბარიერის აღმართვას არ აპირებს. ჩვენ გვჭირდება უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათი გამოცდილება, მათი აქტიურობა საქართველოს შრომის ბაზარზე, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ლეგალიზებული, კანონის ჩარჩოებში მოქცეული, ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ “, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

დღეიდან „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების აღსრულება იწყება. შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია შეამოწმოს კანონით გათვალისწინებული რეგულაციები.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777641605

საზოგადოება

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1-ელი მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6908 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6916 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...

ლარი, ვალუტა

1777640111

საზოგადოება

მეუფე შიო მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრ...

მეუფე შიო

1777639947

საზოგადოება

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 110-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 110-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი...

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

1777638637

საზოგადოება

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა კომისიამ შემაჯამებელ სხდომაზე დასკვნა მიიღო

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე კომისიის დასკვნის პროექტზე იმსჯელეს. პროექტი კომის...

დროებითი კომისია

1777637408

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: სააკაშვილის მხრიდან ეკლესიაზე თავდასხმა ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციას, რათა მარტივად შეძლონ საზოგადოების მანიპულირება სხვადასხვა თემაზე

სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ ყველაფერს, რაც დაკავშირებული იყო საქართველოს იდენტობასთან, მათ შორის ეკლესიასთან, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის...

ლევან მახაშვილი