პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაზარალებულის სახელზე ყალბი პასპორტი დაამზადა და ყალბი საბანკო ანგარიში გახსნა, შემდეგ კი თბილისში, მცხეთასა და რუსთავში მდებარე დაზარალებულის კუთვნილი მიწის ნაკვეთები 1 354 000 ლარად გაასხვისა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
1777640111
საზოგადოებამეუფე შიო მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრ...
1777639947
საზოგადოებაქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 110-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 110-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი...
1777638637
საზოგადოებასასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა კომისიამ შემაჯამებელ სხდომაზე დასკვნა მიიღო
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე კომისიის დასკვნის პროექტზე იმსჯელეს. პროექტი კომის...
1777637408
საზოგადოებალევან მახაშვილი: სააკაშვილის მხრიდან ეკლესიაზე თავდასხმა ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციას, რათა მარტივად შეძლონ საზოგადოების მანიპულირება სხვადასხვა თემაზე
სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ ყველაფერს, რაც დაკავშირებული იყო საქართველოს იდენტობასთან, მათ შორის ეკლესიასთან, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის...
1777634524
ახალი ამბებიავარიას ყვარელში 17 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავარიას ყვარელში ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ საღამოს, ყვარლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი, სადაც 5 ახალგაზრდა იმყოფებოდა, ბუნებრივი...


























