თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ვითომ დაიწყეს კამპანია რეგიონებში, რაც უფრო დაემსგავსა ბრემენელი მუსიკოსებივით ხეტიალს. ალბათ მობეზრდებათ ეს წინ და უკან სიარული და დაუბრუნდებიან საკუთარ ფანჩატურს
ვითომ დაიწყეს კამპანია რეგიონებში, რაც უფრო დაემსგავსა ბრემენელი მუსიკოსებივით ხეტიალს. ალბათ მობეზრდებათ ეს წინ და უკან სიარული და დაუბრუნდებიან საკუთარ ფანჩატურს, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა სთხოვა შეეფასებინა ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება და მათი პერსპექტივა.
„პერსპექტივა ამ ე.წ. ალიანსს ვერ ექნება. არის მორიგი, მარცხისთვის განწირული მცდელობა, როგორმე მოეხდინათ კოლექტიური ნაცმოძრაობის რეაბილიტაცია. დირექტივა ამჯერადაც გარედან მოდის, მაგრამ დავალების შემსრულებელნი უნიჭონი არიან და თითოეულ მათგანს იმდენად მაღალი პოლიტიკური ეგო და ამბიციები აქვს, ვერ ახერხებენ თუნდაც ამ დავალების ფონზე დათრგუნონ პოლიტიკური ვნებები. მარტის დასაწყისში დააანონსეს ალიანსის შექმნა და ამ ორ თვეში კიდევ უფრო გაიუარესეს მდგომარეობა, შეილახეს რეპუტაცია თუნდაც საკუთარ ამომრჩეველთან. ეს ყველაფერი ერთგვარ პოლიტიკურ თვითლიკვიდაციას ჰგავს.
ვითომ დაიწყეს კამპანია რეგიონებში, რაც უფრო დაემსგავსა ბრემენელი მუსიკოსებივით ხეტიალს. ალბათ მობეზრდებათ ეს წინ და უკან სიარული და დაუბრუნდებიან საკუთარ ფანჩატურს. პოლიტიკური აგონიის კლასიკური გამოხატულებაა“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.
1777641605
საზოგადოებალარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1-ელი მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6908 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6916 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...
1777640111
საზოგადოებამეუფე შიო მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრ...
1777639947
საზოგადოებაქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 110-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 110-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი...
1777638637
საზოგადოებასასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა კომისიამ შემაჯამებელ სხდომაზე დასკვნა მიიღო
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე კომისიის დასკვნის პროექტზე იმსჯელეს. პროექტი კომის...
1777637408
საზოგადოებალევან მახაშვილი: სააკაშვილის მხრიდან ეკლესიაზე თავდასხმა ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციას, რათა მარტივად შეძლონ საზოგადოების მანიპულირება სხვადასხვა თემაზე
სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ ყველაფერს, რაც დაკავშირებული იყო საქართველოს იდენტობასთან, მათ შორის ეკლესიასთან, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის...



























