გიორგი ვოლსკი: სააკაშვილი არაფრის დათმობას არ აპირებდა, ხალხის მობილიზებამ, სასულიერო და საერო ხალხის ვაჟკაცურმა დადგომამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის შედეგი, რომელიც მივიღეთ

„სააკაშვილი არაფრის დათმობას არ აპირებდა. ხალხის მობილიზებამ, სასულიერო და საერო ხალხის ვაჟკაცურმა დადგომამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის შედეგი, რომელიც მივიღეთ“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ 2012 წლის არჩევნების პერიოდის გახსენებისას.

მისი თქმით, რომ არა ხალხის მობილიზება და იმ დროს ქვეყანაში არსებული რეალური სიტუაცია, არც სენატორების რჩევა გაჭრიდა და სააკაშვილი ხელისუფლებას არჩევნების გზით არ დათმობდა.

„ჯინ შაჰინი არ იყო ერთადერთი, იქ იყო სენატორთა ჯგუფი, რომლებმაც დაინახეს რეალობა, რა ხდებოდა საქართველოში და რომ უმრავლესობა ნამდვილად არ არის სააკაშვილის მხარეს. ისინი სააკაშვილს მოუწოდებდნენ, რომ არ წასულიყო იმ ნაბიჯებზე, რაც, მათი აზრით, შეიძლებოდა სააკაშვილს გადაედგა.

ამოხეთქა ამდენი ხნის დაგროვილმა უკმაყოფილებამ: უსამართლობა, წართმეული ქონება, ღირსებააყრილი პატიმრები, ნაწამები ხალხი, უამრავი პრობლემა, რომელიც თავს დაატყდა საქართველოს იმ მმართველობის დროს, როცა ტერიტორიების 20% ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდა. ამ ყველაფერმა განაპირობა საქართველოს დიდი ნაწილის საკმაოდ აგრესიული განწყობა.

რა თქმა უნდა, სააკაშვილი არაფრის დათმობას არ აპირებდა და საკმაოდ მძლავრი პროცესები იყო. ქალაქების ჩამოთვლა შეგვიძლია, სადაც ყუთის გატაცების, იარაღით შევარდნის ფაქტებიც [იყო]. ხალხის მობილიზებამ, სასულიერო და საერო ხალხის ვაჟკაცურმა დადგომამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის შედეგი, რომელიც მივიღეთ. მეც მახსოვს არჩევნები, უბნები, რომლებზეც ხალხის მობილიზება იყო, წესიერად, კანონის ფარგლებში. რომ არა ეს რეალური სიტუაცია, არც სენატორების რჩევა გაჭრიდა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790861048

ახალი ამბები

საქპატენტმა ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრს მხატვარ დიმა ანთაძის ფერწერული ტილო გადასცა

საქპატენტმა დიმიტრი (დიმა) ანთაძის ფერწერული ტილო - „კუ“ სსიპ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას გადასცა. ნამუშევარი საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისის სივრცეში იყო წარმოდგენილი, ხოლო დღეიდან...

 ზვიად გამსახურდია

1790860957

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი ბელარუსის პარლამენტის - ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტში ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ქადაგიშვილი ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტის - ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის საქართველოსთან...

ირაკლი ქადაგიშვილი

1790860315

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1-ელი ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6042 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6047 ლარი იყო. გაუფასურდა ევრ...

ზოგადი

1790859842

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი ღარიბაშვილზე: რჩევა იქნებოდა ის, რომ ფსევდოანალიტიკური საქმიანობიდან მართლაც ცენტრალურ საკითხებზე მოეხდინა მას ყურადღების კონცენტრირება, რადგან საზოგადოებაში კითხვები სავსებით ლეგიტიმურად არსებობს

„წერილიდან წერილამდე, ფაქტობრივად იკვეთება ის პოლიტიკური დეკადანსი და დაღმა სვლა, რომელსაც განიცდის ბატონი ღარიბაშვილი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ თორნ...

თორნიკე ჭეიშვილი

1790859524

ახალი ამბები

საარჩევნო ადმინისტრაციამ ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე სხვადასხვა აქტივობით აღნიშნა

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ხანდაზმულ მოქალაქეებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცეს. საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით უფროსი თაობის ა...

საარჩევნო ადმინისტრაცია