გიორგი ვოლსკი ვენეციის კომისიაზე: ისინი ამბობენ, რომ პოლიტიკური პარტიების გაუქმება ცუდია, არ შეიძლება, მეც იმავეს ვამბობ, მაგრამ მე მინდა დავამტკიცო, რომ ეს არ არის პოლიტიკური პარტია, პარტია არ შეიძლება იყოს იმ ხასიათის, რასაც დღეს ვუყურებთ
ვენეციის კომისიამ საერთოდ გაფანტა ყველანაირი ავტორიტეტი, რაც ჰქონდა, - ასე შეაფასა გიორგი ვოლსკიმ ვენეციის კომისიის განცხადება საქართველოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელთან დაკავშირებით.
„დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ კომისიის საქმე კანონების სამართლებრივი და არა პოლიტიკური შეფასებაა.
„პოლიტიკურ თემებზე გადავიდნენ. საერთოდ არანაირი დასაბუთება არ აქვთ. ვენეციის კომისია არის საექსპერტო კლუბი. მათ უნდა შეაფასონ, რამდენად არის შესაბამისობაში „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური პარტიის არსებობა, ევროპაში არსებული სტანდარტებიდან და კანონებიდან გამომდინარე. ისინი არ ამბობენ, რომ ეს იყო სადიზმის გამოხატულება - ან არ იყო და ფრთიანი ანგელოზები იყვნენ და არაფერში მტკიცდება, რომ ამდენი ხალხი დახოცეს, აწამეს, თუ ღირსება შეულახეს.
ისინი ამბობენ, რომ პოლიტიკური პარტიების გაუქმება ცუდია, არ შეიძლება. მეც იმავეს ვამბობ, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. მაგრამ მე მინდა დავამტკიცო, რომ ეს არ არის პოლიტიკური პარტია. პოლიტიკური პარტია არ შეიძლება იყოს იმ ხასიათისა და შინაარსის, რასაც დღეს ვუყურებთ. აქედან გამომდინარეობს ჩვენი პოზიცია. ვენეციის კომისია ჩვენს პოზიციას კი არ აკრიტიკებს, შინაარსში კი არ შედის, გეუბნება - არა და მორჩა, დამთავრდა“, - ამბობს ვოლსკი.
1791984589
საზოგადოებალევან მახაშვილი: საქართველო არავის ედრება, საქართველო დგას იქ, სადაც ქვეყნის მოსახლეობას ეკადრება
ღიმილის მომგვრელია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ ხოლმე ჩვენი კოლეგებისგან, საქართველო არავის ედრება, მით უმეტეს მოლდოვას და უკრაინას, რომელთაც სხვა გზა აქვთ არჩეული ევროპასთან ინტეგრაციისთვის, ერთს –...
1791982481
ახალი ამბებისამეგრელოში, სოფელ ალერტკარში კაცმა მამა-შვილი დაჭრა
სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში კაცმა მისი მოგვარე მამა-შვილი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახებს შორის წარსულში კონფლიქტი იყო. დაჭრილი ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სა...
1791982196
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: ვინც ჩათვლის, რომ არ უნდა აიკრძალოს ანტისახელმწიფოებრივი ე.წ. პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი უნდა გასცეს კითხვას - რას აკეთებდა მაშინ, როდესაც არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“ თავისი ფილიალებით დანაშაულებრივი რეჟიმია
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა მანანა კობახიძის მოთხოვნაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შ...
1791980295
საზოგადოებადიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას - გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ
„განულებული, დაცემული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ სუსტების, ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას! კარგი ის არის, რომ ასეთ ვირთხებს დროულად ვავლენთ“, - წერს „ქართულ...
1791977521
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე კარგი იქნებოდა თუ შეაფასებდა მისი ქვეყნის პრეზიდენტის ღია მხარდაჭერას სახელმწიფო გადატრიალების მიმართ, ჯერ აქ გააკეთოს კომენტარი და ეს შეაფასოს და მერე ილაპარაკოს საქართველოზე
„როდესაც ევროკომისრები მოლდოვას მოიყვანენ ხოლმე საქართველოსთან შედარებით უფრო წინ მყოფ ქვეყნად, რა თქმა უნდა ამ დროს ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე შესაბამის განცხადებას და არა მოლდოვას საწინააღმდეგოდ“...


























