„კრიპტომატი“: ჩვენი პოზიცია უცვლელია - ბაზარზე უნდა არსებობდეს სამართლიანი კონკურენცია, პასუხისმგებლიანი ბიზნესპრაქტიკა და კანონმდებლობის დაცვა

შპს „კრიპტომატი“ მისი მისამართით შპს ბიტექსჩეინჯის მენეჯმენტის მიერ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„გვსურს, პასუხი გავცეთ შპს ბიტექსჩეინჯის მენეჯმენტის მიერ გამოთქმულ ცრუ ბრალდებებს ჩვენი კომპანიის შპს „კრიპტომატის“ მიმართ.

შპს ბიტექსჩეინჯის მენეჯმენტის განცხადებები ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ჯარიმის შესახებ და შპს „კრიპტომატის“ მიმართ გამოთქმული ბრალდებები არ გაგვკვირვებია. ეს მიდგომა სრულად შეესაბამება კონკურენტი კომპანიის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ სტილს.

შპს ბიტექსჩეინჯი მრავალი წელია, გამოირჩევა არაკეთილსინდისიერი კონკურენციითა და ბიზნესპრაქტიკით. ამას ადასტურებენ არა მხოლოდ კონკურენტები, არამედ სხვა კომპანიები და პირებიც, რომლებსაც მათთან რაიმე ბიზნესგადაკვეთა ჰქონდათ. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურას მათი მხრიდან წარმოდგენილ კანონდარღვევებსა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტებზე, რასაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სამსახურებს კვლავ მივაწვდით და ასევე, სასამართლოში შევიტანეთ შესაბამისი სარჩელი.

შპს ბიტექსჩეინჯის მენეჯმენტის მიერ წარმოთქმული ფავორიტიზმის ბრალდება აბსურდულია და საკუთარი დარღვევების გადაფარვის მახინჯი მცდელობაა. ეროვნული ბანკის ოფიციალური განცხადებით, შპს ბიტექსჩეინჯის შემოწმება განხორციელდა გეგმურად 2026 წლის თებერვალში. კომპანიას დაეკისრა 572 118 000 ლარის ჯარიმა, რაც გამოწვეული იყო კომპანიის მხრიდან სერიოზული დარღვევებით, მათ შორის საეჭვო ოპერაციების ანგარიშგების, სისტემებისა და შიდა კონტროლის ხარვეზებიდან გამომდინარე. სიცრუე იყო კომპანიის დირექტორის დავით ორჯონიკიძის განცხადება, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან მოხდა ექსკლუზიურად მათი შემოწმება, რადგან შპს „კრიპტომატიც“ ბიტექსჩეინჯის მსგავსად ამ დრომდე გადის მარეგულირებლის მხრიდან შემოწმებას, ისევე, როგორც რამდენიმე სხვა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერიც.

ასევე, სიცრუეა დავით ორჯონიკიძის განცხადება ჩვენი კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელთან გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით, სადაც ის აღნიშნავდა, რომ ეროვნული ბანკი ვალდებული იყო, შპს „კრიპტომატის“ ლიცენზია გაეუქმებინა. გვინდა, აღვნიშნოთ, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ განხორციელებულ სამართლის ზომებს არ აქვს კავშირი კომპანიასთან, უფრო მეტიც, მის წილს კომპანიაში ადევს სასამართლოს ყადაღა. ამასთანავე, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელდა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიება, რის საფუძველზეც გიორგი ბაჩიაშვილს შეუჩერდა კომპანიის ბიზნესსაქმიანობაში მონაწილეობის უფლება, რაც რეესტრში წარდგენილი წესდების შესაბამისი ცვლილებით დასტურდება.

ჩვენი პოზიცია უცვლელია: ბაზარზე უნდა არსებობდეს სამართლიანი კონკურენცია, პასუხისმგებლიანი ბიზნესპრაქტიკა და კანონმდებლობის დაცვა. საკუთარი მძიმე დარღვევების სხვების დადანაშაულებით გადაფარვა პასუხისმგებლობიდან თავის არიდების უსუსური მცდელობაა და მიზნად ისახავს რეალური პრობლემიდან აქცენტების სხვა მიმართულებით გადატანას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791984589

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: საქართველო არავის ედრება, საქართველო დგას იქ, სადაც ქვეყნის მოსახლეობას ეკადრება

ღიმილის მომგვრელია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ ხოლმე ჩვენი კოლეგებისგან, საქართველო არავის ედრება, მით უმეტეს მოლდოვას და უკრაინას, რომელთაც სხვა გზა აქვთ არჩეული ევროპასთან ინტეგრაციისთვის, ერთს –...

ლევან მახაშვილი

1791982481

ახალი ამბები

სამეგრელოში, სოფელ ალერტკარში კაცმა მამა-შვილი დაჭრა

სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში კაცმა მისი მოგვარე მამა-შვილი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახებს შორის წარსულში კონფლიქტი იყო. დაჭრილი ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სა...

მკვლელობა ბათუმში

1791982196

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: ვინც ჩათვლის, რომ არ უნდა აიკრძალოს ანტისახელმწიფოებრივი ე.წ. პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი უნდა გასცეს კითხვას - რას აკეთებდა მაშინ, როდესაც არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“ თავისი ფილიალებით დანაშაულებრივი რეჟიმია

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა მანანა კობახიძის მოთხოვნაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შ...

გურამ მაჭარაშვილი

1791980295

საზოგადოება

დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას - გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ

„განულებული, დაცემული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ სუსტების, ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას! კარგი ის არის, რომ ასეთ ვირთხებს დროულად ვავლენთ“, - წერს „ქართულ...

დიმიტრი სამხარაძე

1791977521

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე კარგი იქნებოდა თუ შეაფასებდა მისი ქვეყნის პრეზიდენტის ღია მხარდაჭერას სახელმწიფო გადატრიალების მიმართ, ჯერ აქ გააკეთოს კომენტარი და ეს შეაფასოს და მერე ილაპარაკოს საქართველოზე

„როდესაც ევროკომისრები მოლდოვას მოიყვანენ ხოლმე საქართველოსთან შედარებით უფრო წინ მყოფ ქვეყნად, რა თქმა უნდა ამ დროს ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე შესაბამის განცხადებას და არა მოლდოვას საწინააღმდეგოდ“...

ირაკლი ქადაგიშვილ