გიორგი ზერეკიძე: ცდილობდნენ პირველი ლედის ვიზიტის გაუფასურებას, პირიქით, მივიღეთ უმაღლესი დონის აღიარება
„თეთრ სახლში პერსონალური მიწვევები შემთხვევით არ გაიცემა. ეს არის ჟესტი, რომელიც გამოხატავს ნდობასა და პატივისცემას უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისა და იმ კურსის მიმართ, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აირჩია. თამარ ბაგრატიონის ვიზიტი არის მაგალითი, როცა შენი ქვეყნის კულტურას, ტრადიციას და ევროპულ ღირებულებებს ასეთი მაღალი ტრიბუნიდან წარადგენ“, - წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე.
მანვე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის კომუნიკაცია მარკო რუბიოსთან არის სტრატეგიული დიალოგის დაწყება იმ ადამიანთან, რომელიც ამერიკის საგარეო პოლიტიკის მთავარი არქიტექტორი ხდება.
„პოლიტიკაში არსებობს მოვლენები, რომელთა იგნორირებაც შეუძლებელია, თუმცა ჩვენი რადიკალური ოპოზიცია მაინც ცდილობს, ოღონდ ისეთი პრიმიტიული მეთოდებით, რომ მხოლოდ საკუთარ მარგინალიზაციას უსვამენ ხაზს. სანამ ისინი პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის ამერიკულ ვიზიტს ქილიკით ხვდებოდნენ, ვაშინგტონში სრულიად სხვა რეალობა დაიწერა. ბიძინა ივანიშვილის გონივრული პოლიტიკის შედეგად დამდგარი რეალობა, სადაც საქართველო აღარ არის „პატარა ძმა“, რომელიც მუდმივად დავალებებს ელოდება, არამედ არის ღირსეული პარტნიორი, რომელსაც უსმენენ. თეთრ სახლში პერსონალური მიწვევები შემთხვევით არ გაიცემა. ეს არის ჟესტი, რომელიც გამოხატავს ნდობასა და პატივისცემას უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისა და იმ კურსის მიმართ, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აირჩია. თამარ ბაგრატიონის ვიზიტი არის მაგალითი, როცა შენი ქვეყნის კულტურას, ტრადიციას და ევროპულ ღირებულებებს ასეთი მაღალი ტრიბუნიდან წარადგენ. ვისაც ჰგონია, რომ ეს მხოლოდ სიმბოლიზმია, მათთვის კიდევ ერთი ცივი შხაპი მომზადდა, პრემიერ ირაკლი კობახიძის კომუნიკაცია მარკო რუბიოსთან.
ეს არის სტრატეგიული დიალოგის დაწყება იმ ადამიანთან, რომელიც ამერიკის საგარეო პოლიტიკის მთავარი არქიტექტორი ხდება. ლოგიკა მარტივია: ოპოზიცია გვეუბნებოდა, რომ „დასავლეთი დაგვივიწყებს“ - პირიქით, ვაშინგტონიდან უპრეცედენტო ყურადღება გვაქვს. გვეუბნებოდნენ, რომ „იზოლაციაში ვართ“, პირიქით, ჩვენი ლიდერები მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ფიგურებთან პირდაპირ ხაზზე არიან. ცდილობდნენ პირველი ლედის ვიზიტის გაუფასურებას, პირიქით, მივიღეთ უმაღლესი დონის აღიარება. ჯალათებს და მათ დამფინანსებლებს ევროპიდან აშინებთ რომ საქართველომ და აშშ-მა ურთიერთობების გადატვირთვა დაიწყეს არა „ენჯეოების“ კარნახით, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით. მათ აშინებთ, რომ მათი მთავარი იარაღი - „დასავლეთთან დაპირისპირების“ მითი, თვალწინ ეფშვნებათ. სიმართლე ისაა, რომ საქართველო ახალ ფურცელს შლის. ეს არის სუვერენული სახელმწიფოს გზა, სადაც ჩვენს მეგობრებთან ურთიერთობა ეფუძნება არა მორჩილებას, არამედ საერთო ინტერესებსა და ორმხრივ პატივისცემას. ვიზიტები ლაგდება, კავშირები მყარდება, საქართველო კი თავის დამსახურებულ, ისტორიულ სიმაღლეზე დგება და ამას ვერავითარი ღალატი და დეზინფორმაცია ვერ შეაჩერებს!“, - წერს გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში.
1774945589
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: იმედია, მარკო რუბიოს ზარი პროცესს დააჩქარებს და დავუბრუნდებით სტრატეგიულ პარტნიორობას, პრემიერმა დაადასტურა, რომ საქართველო მზადაა, სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობა
იმედია, მარკო რუბიოს ზარი მიმდინარე პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს და ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმს დავუბრუნდებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა საქართველო...
1774944194
საზოგადოებალიზა გეგეჭკორი: თამარ ბაგრატიონის ვიზიტი და კობახიძესთან რუბიოს ზარი არის აღიარება აშშ-ს პრეზიდენტისგან და ადმინისტრაციისგან, რომ საქართველო არის საიმედო, ტრადიციების მქონე, სუვერენული სახელმწიფო და ხელისუფლება ლეგიტიმური
ნურავის ეგონება, რომ თეთრ სახლში ვინმე ვინმეს შემთხვევით პატიჟებს ან ვინმე ვინმეს შემთხვევით ურეკავს. თამარ ბაგრატიონის ვიზიტი და პრემიერ კობახიძესთან რუბიოს ზარი არის მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი აღიარ...
1774942492
მსოფლიოალექსეი არესტოვიჩი: ზელენსკი ტრამპისა და მთელი მისი ადმინისტრაციისთვის აუტანელი ფიგურაა. ვარაუდობენ, რომ ის მშვიდობის ერთადერთი დაბრკოლებაა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია განრისხებულია და მათი მხრიდან უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის მისაღწევად მთავარ...
1774942382
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: 1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა - საქართველო ირჩევს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას
„1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა - საქართველო ირჩევს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც პრ...
1774941251
ახალი ამბებისასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სარფის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ოთხი მო...


























