მიხეილ ყაველაშვილი: 1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა - საქართველო ირჩევს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას
„1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა - საქართველო ირჩევს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის შედეგები იქცა სუვერენული საქართველოს იმ ურყევ სამართლებრივ საძირკვლად, რომელზედაც უკვე 35 წელია საქართველოს სახელმწიფოებრიობა შენდება.
„1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა - საქართველო ირჩევს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. ჩვენს ისტორიას იშვიათად თუ ახსოვს ერის ასეთი ერთიანობა და საერთო ღირებულებების ირგვლივ ერთსულოვნად შეკრული საზოგადოება.
დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის შედეგები იქცა სუვერენული საქართველოს იმ ურყევ სამართლებრივ საძირკვლად, რომელზედაც უკვე 35 წელია ჩვენს სახელმწიფოებრიობას ვაშენებთ.
ჩვენი ვალია, დავიცვათ ის უდიდესი მონაპოვარი, რომლისთვისაც წინაპრები თაობების განმავლობაში იბრძოდნენ. ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ იმ უძვირფასეს მემკვიდრეობას, რომელმაც ჩვენი დღევანდელობა განსაზღვრა, განვამტკიცოთ სუვერენიტეტი და განვაგრძოთ სვლა კიდევ უფრო ძლიერი, ღირსეული და ერთიანი საქართველოს მშენებლობისკენ- სახელმწიფოსკენ, სადაც საკუთარ ბედს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი განაგებს“, - წერს პრეზიდენტი.
1774947060
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ გამთლიანდეს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას საფრთხე არასოდეს დაემუქროს
„ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ გამთლიანდეს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას საფრთხე არასოდეს დაემუქროს, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქც...
1774945589
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: იმედია, მარკო რუბიოს ზარი პროცესს დააჩქარებს და დავუბრუნდებით სტრატეგიულ პარტნიორობას, პრემიერმა დაადასტურა, რომ საქართველო მზადაა, სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობა
იმედია, მარკო რუბიოს ზარი მიმდინარე პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს და ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმს დავუბრუნდებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა საქართველო...
1774944194
საზოგადოებალიზა გეგეჭკორი: თამარ ბაგრატიონის ვიზიტი და კობახიძესთან რუბიოს ზარი არის აღიარება აშშ-ს პრეზიდენტისგან და ადმინისტრაციისგან, რომ საქართველო არის საიმედო, ტრადიციების მქონე, სუვერენული სახელმწიფო და ხელისუფლება ლეგიტიმური
ნურავის ეგონება, რომ თეთრ სახლში ვინმე ვინმეს შემთხვევით პატიჟებს ან ვინმე ვინმეს შემთხვევით ურეკავს. თამარ ბაგრატიონის ვიზიტი და პრემიერ კობახიძესთან რუბიოს ზარი არის მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი აღიარ...
1774942612
ახალი ამბებიგიორგი ზერეკიძე: ცდილობდნენ პირველი ლედის ვიზიტის გაუფასურებას, პირიქით, მივიღეთ უმაღლესი დონის აღიარება
„თეთრ სახლში პერსონალური მიწვევები შემთხვევით არ გაიცემა. ეს არის ჟესტი, რომელიც გამოხატავს ნდობასა და პატივისცემას უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისა და იმ კურსის მიმართ, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აირჩი...
1774942492
მსოფლიოალექსეი არესტოვიჩი: ზელენსკი ტრამპისა და მთელი მისი ადმინისტრაციისთვის აუტანელი ფიგურაა. ვარაუდობენ, რომ ის მშვიდობის ერთადერთი დაბრკოლებაა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია განრისხებულია და მათი მხრიდან უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის მისაღწევად მთავარ...


























