ზურაბ აბაშიძე: ჩვენ ვაშენებთ ქართულ, დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ამის უკან დგას ქართველი ხალხი, რომელიც მხარს უჭერს ამ პროცესს

 ჩვენ ვაშენებთ ქართულ, დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ამის უკან დგას ქართველი ხალხი, რომელიც მხარს უჭერს ამ პროცესს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, დიპლომატმა ზურაბ აბაშიძემ.

წამყვანმა მას ჰკითხა, „თქვენ თქვით, რომ საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ რჩება [ევროკავშირთან] ცალმხრივი ურთიერთობის რეჟიმში. რამდენად გაამართლებს ასეთი მიდგომა?“

ზურაბ აბაშიძის თქმით, ეს არის გაცხადებული პოლიტიკური ამოცანა.

„დარწმუნებული ვარ, დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. ჩვენ ვაშენებთ ქართულ, დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ამის უკან დგას ქართველი ხალხი, რომელიც მხარს უჭერს ამ პროცესს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, არჩევნებმა ეს აჩვენა. ყოველი არჩევნები ამას აჩვენებს.

შეიძლება ითქვას, რომ ყველა მიმართულებით ჩვენს მიერ გადადგმული ევროინტეგრაციისკენ მიმართული ნაბიჯები მკაფიო და ნათელია. ყველა საერთაშორისო კვლევით, რეიტინგებში, ქართული სახელმწიფო მოწინავეა კანდიდატ ქვეყნებს შორის - კორუფციასთან წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. ამიტომ, ეს შეუქცევადი პროცესია“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, საზოგადოება ამას ნათლად ხედავს და აფასებს, რის გამო აქვს ასეთი მაღალი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760200992

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის შემდეგ ეტაპებთან დაკავშირებით „ზოგადი კონსენსუსი არსებობს“

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის შემდეგ ეტაპებთან დაკავშირებით „ზოგადი კონსენსუსი არსებობს“, თუმცა, მისივე თქმით, ზოგიერთი დეტალი ჯერ კიდევ დასამუ...

ტრამპიტრამპი

1760199340

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ყველამ კარგად იცოდეს, რომ დაკავებული და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული იქნება ყველა ის პირი, რომელთა შესაბამისი ბრალი მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტით იქნება დადასტურებული

სადაც „დიფ სთეითის“ გავლენებია გაზრდილი, განსაკუთრებით ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩვენ ამ ქვეყნებისგან და მათი წარმომადგენლებისგან ვისმენთ გამაყრუებელ სიჩუმეს, რომელიც [ძალადობრივი აქციის]...

არჩილ გორდულაძე

1760196838

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს: ვისაც ეთაყვანები და ვისი ფოტოც კაბინეტში გაქვს გამოკრული, ნეტა ერთხელ მისი „ზეობის ხანაში“ მოხვედრილიყავი „კაპეზეზე“, გემოზე დაგლეწავდნენ ძვლებში და მერე მიხვდებოდი, რომელი მთავრობაა „რეჟიმი“

„ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ზაჰესის იზოლატორში ყოფნისას, არ ეგონა, თუ საგამოძიებო სისტემაში იმყოფებოდა, ვინაიდან, „მშვენივარ...

ზურაბ ქადაგიძე

1760194917

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის ლგბტქ+ სტრატეგიაზე: ბავშვებზეა საუბარი, რომლებსაც შეუძლიათ სქესი გადაიკეთონ ისე, რომ მშობლებსაც არ შეეკითხონ, მივიღეთ პრევენციული ზომები და მივიღეთ ანტი ლგბტ პროპაგანდა კანონი

ევროკავშირის 2026/2030 წლების ლგბტქ+ ახალ სტრატეგიას „დიფ სთეითის“ მიერ შემუშავებულ ვერაგულ გეგმას უწოდებს „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“. საზოგადოებრივ მოძრაობას მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ...

ლევან მაჭავარიანი

1760192737

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: თუ პოლიტიკურ ველზე ახალი რეალობა იქნება, ეს კარგია მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, გაჯანსაღდება პოლიტიკური ველი

თუ პოლიტიკურ ველზე ახალი რეალობა იქნება, ეს კარგია მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორ...

არჩილ გორდულაძე