თამარ ჩერგოლეიშვილი: მაქვს აბსოლუტურად უტყუარი ინფორმაცია, რომ შეხვედრები ახალაიას სახლში ტარდებოდა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით

„მე მაქვს ინფორმაცია, რომ შეხვედრები ახალაიას სახლში ტარდებოდა ამასთან დაკავშირებით და ეს წუხილი ისმოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მხრიდანაც კი“, - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა, 4 ოქტომბრის აქციაზე საუბრისას, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

ჩერგოლეიშვილის თქმით, ის ავრცელებს აბსოლუტურად უტყუარ ინფორმაციას და აღნიშნავს იმასაც, რომ თავად „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ პრობლემა იყო ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრებთან დაკავშირებით.

„აბსოლუტურად უტყუარ ინფორმაციას ვავრცელებ, რაც მესმოდა შიგნიდან, რისი გარჩევაც მესმოდა, იმას ვავრცელებ. ანუ, პრობლემა „ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირება იყო, ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრებთან დაკავშირებით. ცხადია, მე არ ვიცი, ბაჩო ახალაია რა დანაშაულს სჩადიოდა და რას სჩადიოდა, უბრალოდ, ფიგურირებდა ამ საქმეში და მასთან შეკრებები კეთდებოდა და ეს პრობლემა იყო“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

წამყვანის რეპლიკაზე, რომ თავად ახალაია ამბობს, რომ მსგავსი შეხვედრები და არანაირი საუბრები 4 ოქტომბერთან დაკავშირებით მას არ ჰქონია, ჩერგოლეიშვილმა უპასუხა: „ესე იგი იტყუებოდნენ ისინიც [„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები] და უბრალოდ, ბაჩო ახალაიასთვის ცუდი უნდოდათ“. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760200992

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის შემდეგ ეტაპებთან დაკავშირებით „ზოგადი კონსენსუსი არსებობს“

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის შემდეგ ეტაპებთან დაკავშირებით „ზოგადი კონსენსუსი არსებობს“, თუმცა, მისივე თქმით, ზოგიერთი დეტალი ჯერ კიდევ დასამუ...

ტრამპიტრამპი

1760199340

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ყველამ კარგად იცოდეს, რომ დაკავებული და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული იქნება ყველა ის პირი, რომელთა შესაბამისი ბრალი მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტით იქნება დადასტურებული

სადაც „დიფ სთეითის“ გავლენებია გაზრდილი, განსაკუთრებით ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩვენ ამ ქვეყნებისგან და მათი წარმომადგენლებისგან ვისმენთ გამაყრუებელ სიჩუმეს, რომელიც [ძალადობრივი აქციის]...

არჩილ გორდულაძე

1760196838

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს: ვისაც ეთაყვანები და ვისი ფოტოც კაბინეტში გაქვს გამოკრული, ნეტა ერთხელ მისი „ზეობის ხანაში“ მოხვედრილიყავი „კაპეზეზე“, გემოზე დაგლეწავდნენ ძვლებში და მერე მიხვდებოდი, რომელი მთავრობაა „რეჟიმი“

„ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ზაჰესის იზოლატორში ყოფნისას, არ ეგონა, თუ საგამოძიებო სისტემაში იმყოფებოდა, ვინაიდან, „მშვენივარ...

ზურაბ ქადაგიძე

1760194917

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის ლგბტქ+ სტრატეგიაზე: ბავშვებზეა საუბარი, რომლებსაც შეუძლიათ სქესი გადაიკეთონ ისე, რომ მშობლებსაც არ შეეკითხონ, მივიღეთ პრევენციული ზომები და მივიღეთ ანტი ლგბტ პროპაგანდა კანონი

ევროკავშირის 2026/2030 წლების ლგბტქ+ ახალ სტრატეგიას „დიფ სთეითის“ მიერ შემუშავებულ ვერაგულ გეგმას უწოდებს „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“. საზოგადოებრივ მოძრაობას მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ...

ლევან მაჭავარიანი

1760192737

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: თუ პოლიტიკურ ველზე ახალი რეალობა იქნება, ეს კარგია მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, გაჯანსაღდება პოლიტიკური ველი

თუ პოლიტიკურ ველზე ახალი რეალობა იქნება, ეს კარგია მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორ...

არჩილ გორდულაძე