გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ეროლ ოზვარმა.

მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და თურქეთის უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის განვითარებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელებას, გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებას, აგრეთვე აკადემიური ხარისხებისა და დიპლომების აღიარების საკითხებზე თანამშრომლობას.

შეხვედრაზე მხარეებმა მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ასევე, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტის მოადგილე, პროფესორი ნაჯი გუნდოღანი. ჯგუფი იმუშავებს უნივერსიტეტებს შორის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლის, აკადემიური თანამშრომლობისა და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განვითარების საკითხებზე.

გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე, მათ შორის ახალი საუნივერსიტეტო პარტნიორობების ჩამოყალიბებასა და ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობაზე.

თავის მხრივ, ეროლ ოზვარმა მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი განხორციელება ხელს შეუწყობს უნივერსიტეტებს შორის პირდაპირი კავშირების გაძლიერებასა და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლის შესაძლებლობების გაფართოებას.

მხარეებმა ასევე განიხილეს თურქეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართველოლოგიური მიმართულებებისა და აკადემიური პროგრამების განვითარების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს ქართული ენის, კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციას და აკადემიური კავშირების გაძლიერებას. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792757560

ახალი ამბები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩეხეთის პარლამენტში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომ...

საქართველოს საპარლამენტი

1792757250

ახალი ამბები

პროკურატურა: რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართა

„სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, რასაც თან ახლ...

რომეო მიქაუტაძე

1792755387

ახალი ამბები

ლაშა ხუციშვილი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათი...

ლაშა ხუციშვილი

1792754612

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია ჩუბინიძეზე: ამ ადამიანმა რაც გააკეთა, იყო ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი, რამაც დააზიანა ჩვენი ქვეყნის ინტერესები

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას განცხადებით, „ასავალ-დასავალი“ არის კანტორა, რომელიც უბინძურეს ბრალდებებს უყენებდა საქართველოს, რამაც დააზიანა ქვეყნის ინტერესები. „ეს არის...

გიორგი გაბუნია

1792753558

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლო იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის, საპირწონე ვერაფერი იქნება, მით უმეტეს, შანტაჟისა და ზეწოლის მექანიზმები

„საკონსტიტუციო სასამართლო იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა საქართველოს...

რატი იონათამიშვილი