ირაკლი ქადაგიშვილი: პარტიების აკრძალვის პრეცედენტი თუ არ მოხდება, მაშინ საქართველოში მუდმივად პოლიტიკური საბოტაჟისა და გადატრიალებების არენა იქნება
„ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იცოდეს, რომ მისი ქმედება კონსტიტუციურ ჩარჩოებში იყოს“, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, პარტიების აკრძალვა თუ არ მოხდება, მაშინ საქართველო მუდმივად პოლიტიკური საბოტაჟისა და გადატრიალებების არენა იქნება.
„ეს პოლიტიკური პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ამკრძალავი ვერდიქტის გამოტანას იმსახურებენ. დანარჩენი საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია. რაც შეეხება პარტნიორების განცხადებებს, არიან არაობიექტური, საქართველოს კონსტიტუციის მიმართ უპატივცემულოდ განწყობილი, მათ შორის, მათივე ინსტიტუტების დასკვნების უარყოფით დაკავებული.
საქმე როდესაც ამა თუ იმ პოლიტიკურად რეზონანსულ საკითხს ეხებოდა, ყოველთვის პირდაპირი ჩარევა ხდებოდა ქართულ მართლმსაჯულებაში და ამბობდნენ, რომ ეს პოლიტიკური დევნის საგანი იყო. ეს საქმე როცა სტრასბურგის სასამართლოში მიდიოდა, ევროპული სასამართლო ქართული მართლმსაჯულების ქმედებას ამართლებდა. ანუ, პარტნიორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კონსტიტუცია, სახელმწიფო მართლმსაჯულება გარედან მართვის ობიექტია? ანუ, სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ვართ? დემოკრატიის დაზიანება მათი საქციელი იყო, როდესაც არჩევნების შედეგები არ ცნეს. ეს მაშინ, როცა ეუთო/ოდირის დასკვნაში უთითებდნენ, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და ქართველი ხალხის ნებას გამოხატავდა.
ამის მიუხედავად, მათ ამ არჩევნებს არალეგიტიმური უწოდეს და ევროპარლამენტმა საპარლამენტო რევოლუციაც მიიღო. ამის შემდეგ რომელი დემოკრატიის მხარდაჭერაზეა საუბარი? ეს პარტიები პარლამენტიდან ისე გაიყვანეს, ერთისთვისაც არ უთქვამთ, რომ ეს არის დემოკრატიის დაზიანება და ელექტორატის უპატივცემულობა. პირიქით, 4 ოქტომბრის გადატრიალებაზე გამოვიდნენ და მას მხარი ღიად დაუჭირეს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ დემოკრატიული სტანდარტის დაცვაზე კი არ არის საუბარი, არამედ საუბარია ვიწროპოლიტიკური ინტერესების გატარებაზე.
„ეს ნაკარნახევია იმით, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ მათ მიეცათ საშუალება, ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება ეწარმოებინათ, მაგრამ ეს სწორედ გადატრიალების, საბოტაჟისა და ამდაგვარი საქმიანობისთვის გამოიყენეს. ამ პარტიების აკრძალვა თუ არ მოხდება, მაშინ საქართველო მუდმივად პოლიტიკური საბოტაჟისა და გადატრიალებების არენა იქნება.
ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იცოდეს, რომ მისი ქმედება კონსტიტუციურ ჩარჩოებში უნდა იყოს ჩატეული. ეს პრეცედენტები თუ არ შეიქმნა, ის მავნე და ცუდი პოლიტიკური ტრადიცია, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ჰქონდა, რომ ყველა დაპირისპირება, გადატრიალება სამართლებრივად შეფასების გარეშე რჩებოდა, რეალურ ჭეშმარიტ დემოკრატიასა და მრავალპარტიულობასთან არ მიგვიყვანს.
2012 წლის შემდეგ არცერთი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარებულა, რაზეც „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კლასტერს ბოიკოტი არ გამოუცხადებიათ. ამ დროს, ხომ შეიძლება, ამ ბოიკოტს ჰქონდეს მტკიცებულებითი რაიმე საფუძველი? შედეგები არ მოეწონათ და ყველაფრის აყირავება სურდათ“, - აცხადებს ქადაგიშვილი.
1792759171
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილი ალმატის ტურნირის ნახევარფინალშია
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალმათის ATP 250-ის მეოთხედფინალში ფრანგი ადრიან მანარინო დამაჯერებლად დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ბასილაშვილმა მეტოქეს ორ სეტში, ან...
1792757560
ახალი ამბებისაქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩეხეთის პარლამენტში შეხვედრებს მართავს
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომ...
1792757250
ახალი ამბებიპროკურატურა: რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართა
„სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, რასაც თან ახლ...
1792755387
ახალი ამბებილაშა ხუციშვილი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათი...
1792754612
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია ჩუბინიძეზე: ამ ადამიანმა რაც გააკეთა, იყო ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი, რამაც დააზიანა ჩვენი ქვეყნის ინტერესები
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას განცხადებით, „ასავალ-დასავალი“ არის კანტორა, რომელიც უბინძურეს ბრალდებებს უყენებდა საქართველოს, რამაც დააზიანა ქვეყნის ინტერესები. „ეს არის...






























