რატი იონათამიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლო იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის, საპირწონე ვერაფერი იქნება, მით უმეტეს, შანტაჟისა და ზეწოლის მექანიზმები

„საკონსტიტუციო სასამართლო იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

იონათამიშვილის თქმით, უმთავრესი მისია სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვაა.

„საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს, რომელიც უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით. შესაბამისად, ნებისმიერი ჩარევა და ზეწოლა სასამართლოზე დაუშვებელი, შემაშფოთებელი და მიუღებელია, რადგან დამოუკიდებელი სასამართლო სახელმწიფო სუვერენიტეტის ერთ-ერთი გარანტია. მათ არაერთხელ ჰქონდათ იმის მცდელობა, რომ მართლმსაჯულების მანიპულაცია მოეხდინათ, რომ შემდეგ ის, როგორც ინსტრუმენტი, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოეყენებინათ, მაგრამ ეს მცდელობა არც ერთხელ არ გამოუვიდათ და არც მომავალში გამოუვათ. საკონსტიტუციო სასამართლო იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის. უმთავრესი მისია სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვაა.

შესაბამისად, საპირწონე ვერაფერი იქნება, მით უმეტეს, შანტაჟისა და ზეწოლის მექანიზმები. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის. ასეთ საკითხებში საერთაშორისო ზეწოლა არ ჭრის და ეს ყველამ კარგად იცის. დასკვნები თავად თუ ვერ გამოიტანეს, სწორედ ამიტომაც არის, რომ მათ ქვეყნებში მათი რეიტინგი უკვე ნულთან არის დასული“, – აღნიშნა იონათამიშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792747799

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა არის დიალოგის გაძლიერებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მკაფიო გზავნილი

„დღეს ბათუმში ვმასპინძლობთ ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის – თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. მოხარული ვარ, რომ ამ ფორმატში პირველი შეხვედრა სწორედ...

მაკა ბოჭორიშვილი

1792747249

ახალი ამბები

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ნანა სანდერი დანაშაულს აღიარებს და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ნანა სანდერი დანაშაულს აღიარებს და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს. „ვაღიარებ ბრალად შერაცხილ ქმედებას. ყველაფერში ვეთანხმები ჩემ ადვოკატებს. იმაზეც თანახმა ვარ...

შსს-მ აქტივისტი ნანა სანდერი დააკავა

1792746882

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: უცნაურია, რამ აღაშფოთა ევროპელი ბიუროკრატები, მათი განცხადებები ეხმიანება უსუსურ მცდელობას, რომელიც რადიკალებს აქვთ, სასამართლოზე რამენაირად თავი გაიმართლონ

„საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესმა კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რომ თავად ამ პარტიების წარმომადგენლებიც ყველა განცხადებით ადასტურებენ იმ სარჩელს და ბრალს, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ“, – ამის შესახებ...

ნინო წილოსანი

1792745470

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ფილიალებმა სახელმწიფოს პრობლემა არაერთხელ შეუქმნეს, მოლოდინი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ფილიალები არიან ძალა, რომელთაც სახელმწიფოს პრობლემა არაერთხელ შეუქმნეს, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან“, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომა...

გიორგი გაბუნია

1792743867

ახალი ამბები

ირაკლი გაბრიაძე: ბოლო 5 წელიწადში ზრდის ტემპი საშუალოდ 9.3% გვაქვს, რაც არის უპრეცედენტო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიისთვის და სწორედ ამ ტემპების შენარჩუნებაა მიზანი, რომლისთვისაც შეიქმნა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია

„ბოლო 5 წელიწადში ზრდის ტემპი საშუალოდ 9.3% გვაქვს, რაც არის უპრეცედენტო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიისთვის და სწორედ ამ ტემპების შენარჩუნებაა მიზანი, რომლისთვისაც შეიქმნა საქართველოს ეკონომიკის გ...

ირაკლი გაბრიაძე