ირაკლი ქადაგიშვილი – დასავლეთს საქართველოსთან მიმართებაში რეალური აღქმა არ გააჩნია, ისეთ ადამიანზე აქვთ ფსონი გაკეთებული, რომელმაც მოქალაქეობა დათმო და სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით შემოვიდა

მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ უკეთესი იქნება თუ მის გარშემო არა მხოლოდ საქართველო, არამედ ნახევარი მსოფლიო გაერთიანდება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რეალურად, სააკაშვილის და მისი პარტიის მიზნები სულ სხვაა.

„ყველაფერი იმას აჩვენებს, რომ ამ პარტიებს და მათ პარტნიორებს ისე აქვთ საქმე, რომ საქართველოში რეგალური შეხვედრის სურვილიც კი აღარ გააჩნიათ. სადღაც კონსპირაციულად მიდიან, შემდეგ ეს ხდება ცნობილი და ათასგვარი ჭორ-მართალის საბაბი ხდება. ის რეალობაა, რაც თავად და მათმა პატრონებმა შექმნეს. იმის გარჩევა გაერთიანებას სააკაშვილის გარშემო ურჩევდნენ თუ მის გარეშე, არანაირ ინტერესს აღარ წარმოადგენს. ეს სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ დასავლეთს საქართველოსთან მიმართებაში რეალური აღქმა არ გააჩნია, თორემ, საქართველოზე მათი მიზნები მანკიერი იყო. ისეთ ადამიანზე აქვთ ფსონი გაკეთებული, რომელიც მრავალ დანაშაულშია მხილებული, რომელმაც მოქალაქეობა დათმო და სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით შემოვიდა. მათთვის დემოკრატიული პროცესები კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის, რომ ისეთი ხელისუფლება მოიყვანონ, რომელიც გეოპოლიტიკური არეულობის დროს ისე მოიქცევა, როგორც ეტყვიან – ტოტალური დაპირისპირება რუსეთთან, რაც საქართველოსთვის დამაგრეველი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792757560

ახალი ამბები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩეხეთის პარლამენტში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომ...

საქართველოს საპარლამენტი

1792757250

ახალი ამბები

პროკურატურა: რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართა

„სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, რასაც თან ახლ...

რომეო მიქაუტაძე

1792755387

ახალი ამბები

ლაშა ხუციშვილი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათი...

ლაშა ხუციშვილი

1792754612

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია ჩუბინიძეზე: ამ ადამიანმა რაც გააკეთა, იყო ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი, რამაც დააზიანა ჩვენი ქვეყნის ინტერესები

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას განცხადებით, „ასავალ-დასავალი“ არის კანტორა, რომელიც უბინძურეს ბრალდებებს უყენებდა საქართველოს, რამაც დააზიანა ქვეყნის ინტერესები. „ეს არის...

გიორგი გაბუნია

1792753558

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლო იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის, საპირწონე ვერაფერი იქნება, მით უმეტეს, შანტაჟისა და ზეწოლის მექანიზმები

„საკონსტიტუციო სასამართლო იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა საქართველოს...

რატი იონათამიშვილი