პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თაღლითობისთვის ნასამართლევი ბრალდებული, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთან ერთად, მოქალაქეებს თითქოსდა მისაღებ ფასად საცხოვრებელი სახლების და კოტეჯების აშენებას და საჭირო ნებართვების და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევას დაჰპირდა და დაზარალებულებთან ე.წ. მოჩვენებითი გარიგებები გააფორმა. აღნიშნული მოტივით ბრალდებული სხვა პირთან ერთად, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულების კუთვნილ 355 000 ლარს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შეხებაში მყოფი სხვა პირების დადგენისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1787048116
ახალი ამბებინავთობის ფასმა 90 დოლარს გადააჭარბა
18 აგვისტოს, ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე 90 აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც გამოწვეულია ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების შეთანხმების მიღწევის იმედების გაქრობით, ირანმა განაცხადა, რომ უფრო შეტევით პოზიციას...
1787046066
ახალი ამბებიბათუმის ბულვარში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორმა ახალგაზრდა კაცმა ერთმანეთი დაჭრა
ბათუმში, ძველ ბულვარში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორმა ახალგაზრდა კაცმა ერთმანეთი დაჭრა. არსებული ცნობით, დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო. ამავე ინფორმაციით, ერთ-ერთმა მეორეს მინ...
1787045791
ახალი ამბები„მოვუწოდებთ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ აქტორებს, ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას“ - ზუგდიდის მერი განმუხურის სანაპირო ზოლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ზუგდიდის მერი დავით კოდუა განმუხურის სანაპირო ზოლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ აქტორებს მოუწოდებს, ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას. „ბოლო დღეების განმავლობაში სხვადას...
1787044203
ახალი ამბებიანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს გიორგი შარაბიძე შეხვდა
საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ახალგაზრდობის სააგენტოსთან აქტიურ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს სხვადასხვა რეგიონში ხვდება. ამჯერად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარ...
1787044059
ახალი ამბებიგია ვოლსკი: არაფერი მოუტანია ოპოზიციისთვის ამ ალიანსს, ისევე როგორც არაფერი მოუტანია ქარტიას, რომელიც ხელში დააჭერინეს სალომე ზურაბიშვილს
„არაფერი მოუტანია ოპოზიციისთვის ამ ალიანსს, ისევე როგორც არაფერი მოუტანია ქარტიას, რომელიც ხელში დააჭერინეს სალომე ზურაბიშვილს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ...































