პროკურატურამ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანის მიმართ სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე ბრალდებულის ადვოკატმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ნაკლები სასჯელის მიღების მიზნით, დაზარალებულის მეგობარს და დედას შესთავაზა, რომ დაზარალებულს გამოკითხვისას მოწოდებული ინფორმაცია შეეცვალა და გამოძიებისთვის არასწორი ფაქტები მიეწოდებინა, სანაცვლოდ კი თანხას და სხვა ქონებრივ სარგებელს დაჰპირდა.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787051321

ახალი ამბები

იმერეთში პესტიციდების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა პესტიციდების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს. როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, ინდივიდუალური მეწარმე კ. გ....

იმერეთში პესტიციდები

1787048116

ახალი ამბები

ნავთობის ფასმა 90 დოლარს გადააჭარბა

18 აგვისტოს, ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე 90 აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც გამოწვეულია ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების შეთანხმების მიღწევის იმედების გაქრობით, ირანმა განაცხადა, რომ უფრო შეტევით პოზიციას...

ნავთობის ფასმა

1787046066

ახალი ამბები

ბათუმის ბულვარში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორმა ახალგაზრდა კაცმა ერთმანეთი დაჭრა

ბათუმში, ძველ ბულვარში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორმა ახალგაზრდა კაცმა ერთმანეთი დაჭრა. არსებული ცნობით, დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო. ამავე ინფორმაციით, ერთ-ერთმა მეორეს მინ...

პოლიცია

1787045791

ახალი ამბები

„მოვუწოდებთ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ აქტორებს, ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას“ - ზუგდიდის მერი განმუხურის სანაპირო ზოლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ზუგდიდის მერი დავით კოდუა განმუხურის სანაპირო ზოლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ აქტორებს მოუწოდებს, ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას. „ბოლო დღეების განმავლობაში სხვადას...

ზუგდიდის მერი

1787044203

ახალი ამბები

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს გიორგი შარაბიძე შეხვდა

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ახალგაზრდობის სააგენტოსთან აქტიურ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს სხვადასხვა რეგიონში ხვდება. ამჯერად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარ...

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი