გივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს უმასპინძლა. შეხვედრა უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

გივი მიქანაძემ ბახტიორ საიდოვს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროებში არსებული ურთიერთობები განიხილეს და პარტნიორობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო ქართულ-უზბეკურ ერთობლივ ინიციატივას – „რექტორთა საგანმანათლებლო ფორუმს“, რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესო გამოცდილების გაზიარების გზით ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ქართველი და უზბეკი სტუდენტებისთვის ბანაკების ორგანიზების საკითხი და შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული პროექტი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ახალგაზრდებისთვის აქტიურ დასვენებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, მათი ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გივი მიქანაძეს საქართველოს განათლების სისტემის სამივე საფეხურზე თანამშრომლობის გაფართოების მზაობა დაუდასტურა.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752091243

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, უბრალოდ, ევროკავშირი ამაზე არ საუბრობს და პირიქით, საუბრობენ დასჯის მექანიზმებზე

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, უბრალოდ, ევროკავშირი ამაზე არ საუბრობს და პირიქით, საუბრობენ დასჯის მექანიზმებზე“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო ს...

მაკა ბოჭორიშვილი

1752089852

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ოპოზიციას არჩევნები არ სჭირდება, ამიტომაც არ აღიარებენ არასდროს არჩევნების შედეგებს, ძალიან კარგად იციან, რომ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა

ამ ხალხს [ოპოზიციას] არჩევნები არ სჭირდება, არ უნდა არანაირად. ამიტომაც არ აღიარებენ არასდროს არჩევნების შედეგებს. დღეს ვნახე ერთი პოლიტიკოსის განცხადებაც, რომ „არჩევნების გზით ვერ შევცვლით ხელისუფლებ...

მაკა ბოჭორიშვილი

1752088073

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: თორნიკე რიჟვაძეს დადებითი დინამიკა აღენიშნება, რთულმა მდგომარეობამ გადაიარა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ექიმებს

„თორნიკე რიჟვაძის რთული დღეები უნაკლოდ და სწორად იქნა მართული ქართველი ექიმების მიერ. ჩვენი კლინიკების მზადყოფნა ასეთი შემთხვევების დროს დასაფასებელია“, - აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხა...

მიხეილ სარჯველაძე

1752086809

მსოფლიო

უნგრეთის პრემიერის მრჩეველი: ევროპას ფული გამოელია - გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე ომს ეხება

უნგრეთი ევროკავშირის 2028-34 წლების ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს დახმარებას ითვალისწინებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ბალაშ ორბ...

უნგრეთის პრემიერის მრჩეველი

1752084841

სპორტი

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: ხვიჩა კვარაცხელია „მადრიდის რეალთან“ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში შეხვდება

დღეს, 9 ივლისს, 23 საათზე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ „მადრიდის რეალს“ დაუპირისპირდება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. სასტარტო შემადგენლობები ცნობი...

ხვიჩა კვარაცხელია