გორდულაძე ხორგუანს: გასაგებია, რომ არ მიგაჩნიათ საქართველო სამშობლოდ, პოპულიზმით ხართ დაკავებულები და შოუ უნდა დადგათ, მაგრამ, ეს არ გამოგსვლიათ და არც მომავალში გამოგივათ
„უნდა გაუფრთხილდეთ თავს, ასეთი ნერვიულობაც არ ღირს. მესმის, რომ სანერვიულოდ გაქვთ საქმე თქვენც და თქვენს ბელადსაც. როგორ არ შეიძლება, ადამიანმა ინერვიულოს, როდესაც თავის ქვეყანას მილიონ კვადრატულ მეტრს დაუკარგავს, გასაგებია ისიც, რომ თქვენც არ მიგაჩნიათ საქართველო სამშობლოდ, გასაგებია, რომ მხოლოდ პოპულიზმით ხართ დაკავებულები, გასაგებია, რომ განსაკუთრებული ემოციურობით აქ შოუ უნდა დადგათ და შემდეგ შეეცადოთ, რომ რაიმე ქულა დაიწეროთ - მაგრამ, ეს არ გამოგსვლიათ, არც მომავალში გამოგივათ, იმიტომ, რომ ამის გარანტორები ჩვენ ვართ, მათ შორის, ჩვენი მილიონ-ნახევარზე მეტი ამომრჩეველი და ქართული საზოგადოება“, - განუცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „გახარია- საქართველოსთვის“ წევრს სოფიო ხორგუანს.
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, გახარიას პარტიის წევრები მომავალშიც არაერთხელ ჩავარდებიან უხერხულ მდგომარეობაში არაკომპეტენტურობისა და არაკეთილსინდისიერების გამო. მისივე თქმით, პარლამენტში გახარიას პარტიის წევრების ყოფნა, მათი მხარდამჭერების შეურაცხყოფაა, რადგან ისინი ერთი წლის მანძილზე შატალოზე იმყოფებოდნენ.
„რაც შეეხება, რომ მიგითითებთ ხოლმე კონკრეტულ საკითხზე, ელემენტარულად, გეუბნებით, რომ წაიკითხეთ წინ რაც გიდევთ, ის წაიკითხეთ და საკითხი გაარკვიეთ რას ეხება - დამატებითი კითხვა რამდენიც გნებავთ, იმდენი დასვით, ეს თქვენი უფლებაა. ბევრ უხერხულობაში ჩავარდნილხართ, მომავალშიც არაერთხელ ჩავარდებით უხერხულ მდგომარეობაში ისევ და ისევ, ერთი - რომ კომპეტენციის პრობლემაა, მეორე - არაკეთილსინდისიერების პრობლემაა და მესამე - გასაგებია, რომ არ გაქვთ ეს მხარდაჭერა და იცით, რომ ბოლოჯერ ხართ საქართველოს პარლამენტში და ყველანაირად ცდილობთ, რაიმე სათქმელი მაინც გქონდეთ და ტრიბუნა გამოიყენოთ. კი ბატონო, კიდევ ერთხელ, გახსოვდეთ, რომ ახლა აქ რომ ბრძანდებით, აქ ახლა ყოფნით, თქვენს მხარდამჭერებს შეურაცხყოფას აყენებთ, იმიტომ, რომ ერთი წლის განმავლობაში უბრალოდ, შატალოზე ბრძანდებოდით და ის ადამიანები რომ არ ყოფილიყვნენ შატალოზე, თქვენ პარლამენტში ვერ მოვხვდებოდით, იმიტომ, რომ მათი ადგილმონაცვლე ბრძანდებით“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
1774963905
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ბაჩო ახალაია ასოცირებულია კრიმინალთან
ბაჩო ახალაია ასოცირებულია კრიმინალთან და გავრცელებული ჩანაწერები, სადაც ის პირდაპირ იმუქრება, ნიშანდობლივია და ამას ყურადღება უნდა მიექცეს, - განუცხადა „ქრონიკას“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარი...
1774962610
საზოგადოებაზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. საპრეზიდენტო ცენტრი კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩ...
1774962488
ახალი ამბებივოლსკი: აქციის მოსამზადებლად საჭიროა ჯახის შექმნა, რამაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღელვება უნდა განაპირობოს, ამაზე მუშაობენ, რათა 26 მაისს მომზადებულები შეხვდნენ
სახელმწიფოში არანაირი შიში არ არსებობს. შიშს ის ადამიანებიც ვერ გრძნობენ, რომლებიც ყოველდღიურად დანაშაულს ჩადიან. ამ დანაშაულის სისტემაა შემუშავებული, ჩაიდინე დანაშაული, თითქოსდა ეს მოწოდებაა, - ამის...
1774962462
ახალი ამბებივალუტის ახალი კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7015 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6998 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...
1774961170
მსოფლიოესპანეთის პრემიერმა ისრაელის მიერ პალესტინელებისთვის სიკვდილით დასჯის შემოღება დაგმო
ესპანეთის, პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი მთავრობა გმობს ისრაელის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს იმ პალესტინელებისთვის,...





























