ესპანეთის პრემიერმა ისრაელის მიერ პალესტინელებისთვის სიკვდილით დასჯის შემოღება დაგმო
ესპანეთის, პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი მთავრობა გმობს ისრაელის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს იმ პალესტინელებისთვის, რომლებიც მსჯავრდებულნი იქნებიან ტერორისტული აქტების განხორციელებაში.
„ესპანეთის მთავრობა გმობს ცოტა ხნის წინ ისრაელის პარლამენტის მიერ მიღებულ სიკვდილით დასჯას პალესტინელებისთვის. ეს ასიმეტრიული ზომაა, რომელსაც ისრაელელების წინააღმდეგ არ გამოიყენებენ, თუ ისინი იმავე დანაშაულს ჩაიდენენ. ერთი და იგივე დანაშაული, სხვადასხვა სასჯელი. ეს უსამართლობაა და კიდევ ერთი ნაბიჯია აპარტეიდამდე. მსოფლიო არ უნდა დუმდეს“, - დაწერა სანჩესმა.
ცნობისთვის, გუშინ ისრაელის ქნესეთმა 62 ხმით 48-ის წინააღმდეგ მიიღო კანონი, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს იმ პალესტინელებისთვის, რომლებიც მსჯავრდებულნი იქნებიან ტერორისტული აქტების განხორციელებაში.
1774962858
ახალი ამბებიგორდულაძე ხორგუანს: გასაგებია, რომ არ მიგაჩნიათ საქართველო სამშობლოდ, პოპულიზმით ხართ დაკავებულები და შოუ უნდა დადგათ, მაგრამ, ეს არ გამოგსვლიათ და არც მომავალში გამოგივათ
„უნდა გაუფრთხილდეთ თავს, ასეთი ნერვიულობაც არ ღირს. მესმის, რომ სანერვიულოდ გაქვთ საქმე თქვენც და თქვენს ბელადსაც. როგორ არ შეიძლება, ადამიანმა ინერვიულოს, როდესაც თავის ქვეყანას მილიონ კვადრატულ მეტრ...
1774962610
საზოგადოებაზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. საპრეზიდენტო ცენტრი კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩ...
1774962488
ახალი ამბებივოლსკი: აქციის მოსამზადებლად საჭიროა ჯახის შექმნა, რამაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღელვება უნდა განაპირობოს, ამაზე მუშაობენ, რათა 26 მაისს მომზადებულები შეხვდნენ
სახელმწიფოში არანაირი შიში არ არსებობს. შიშს ის ადამიანებიც ვერ გრძნობენ, რომლებიც ყოველდღიურად დანაშაულს ჩადიან. ამ დანაშაულის სისტემაა შემუშავებული, ჩაიდინე დანაშაული, თითქოსდა ეს მოწოდებაა, - ამის...
1774962462
ახალი ამბებივალუტის ახალი კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7015 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6998 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...
1774960608
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა. სხდომაზე იხილებოდა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“...





























