გურამ მაჭარაშვილი: დღეს ევროკავშირი აფინანსებს იმას, რისგან დასაცავადაც შეიქმნა თავის დროზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ დღეს ევროპული სტრუქტურები საკუთარ ფუნდამენტურ ღირებულებებს ებრძვიან.

მისი თქმით, ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ადამიანების შეურაცხყოფისგან დასაცავად და სიძულვილის ენის აღმოსაფხვრელად შეიქმნა, დღეს საპირისპიროდ მოქმედებს და სწორედ რადიკალიზმს აფინანსებს.

„დღეს ევროკავშირი აფინანსებს იმას, რისგან დასაცავადაც შეიქმნა თავის დროზე. ანუ, ებრძვის იმას და იმ ღირებულებას, რასაც ჰქვია ადამიანების დაცვა შეურაცხყოფისგან, სიძულვილის ენის აკრძალვა და ასე შემდეგ. ამისთვის, ამ ღირებულებებისთვის შეიქმნა თავის დროზე ევროკავშირი, რომ სუვერენიტეტი დაცული ყოფილიყო ქვეყნების, სიძულვილის ენა არ ყოფილიყო, ამას ბრძოლა სჭირდებოდა და ასე შემდგომ. დღეს პირიქით არის...“ - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, 26 სექტემბერს, ფესტივალ „კამარას“ ფარგლებში დაგეგმილი მუსიკოსისა და აქტივისტის, „კორძის“ კონცერტის მხარდამჭერები დანიის კულტურის ინსტიტუტი და ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობა არიან.

აღნიშნული სტრუქტურები „რუსთავი 2-ის“ შეკითხვას, იზიარებენ თუ არა პასუხისმგებლობას ღონისძიების შინაარსზე, ამ დრომდე არ პასუხობენ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790105237

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ოპოზიციის ფრუსტრირების პროცესი მიდის დასასრულისკენ - ეს არის ის პროცესი, რომელიც დიდი იმედია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ მათი განულებით დასრულდება და ისინი გაქრებიან პოლიტიკური ველიდან

ოპოზიციის ფრუსტრირების პროცესი მიდის დასასრულისკენ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ. დავით მათიკაშვილი ასე აფასებს ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირებას. „მათ მთლიანად...

დავით მათიკაშვილი

1790102362

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღების გადაწყვეტილება სამარცხვინო და გაუმართლებელია - მოსკოვი ზეიმობს, რადგან მიიღო ის, რაც სურდა, დაუსჯელობის შეგრძნება

„უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღების გადაწყვეტილება სამარცხვინო და გაუმართლებელია“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ. „მოსკოვი ზეიმობს, რადგან მიიღო ის, რაც...

ანდრეი სიბიგა

1790099517

საზოგადოება

აზერბაიჯანის საგარეო უწყება: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ აღიარებს საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებსა“ და შედეგებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებთან“ დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაქო კვლავ უპირ...

ბაქო

1790098124

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები

შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თ...

ირაკლი კობახიძე

1790095730

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირია სწორედ ის მხარე, რომელმაც შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი, მზად ვართ დიალოგის აღსადგენად, ჩვენსა და ევროკავშირის ინტერესშია, რომ იყოს კონსტრუქციული დიალოგი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ბელგიის სამეფოს პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. მისი თქმით, ქართულმა...

ნიკოლოზ სამხარაძე