მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრს ლიუ ვეის შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს, ლიუ ვეის შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე ტრანსპორტის სფეროში ეფექტიანი კოორდინაციისთვის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესაძლებლობაზე იმსჯელეს, რომელიც სარკინიგზო, საზღვაო, საავტომობილო და სამოქალაქო ავიაციის მიმართულებების შესაბამის უწყებებსა და ორგანიზაციებს გააერთიანებს.
„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო ინფრასტრუქტურულ პროექტზე.
აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე ანაკლიაში აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე ხაზი გაესვა, რომ 2032 წლამდე პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარია გათვალისწინებული.
საქართველოს მიზანი საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება, ხოლო ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგებაა. აქცენტი გაკეთდა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე და მოძრავი შემადგენლობის მასშტაბურ განახლებაზე.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი საჰაერო კავშირების გაფართოების პერსპექტივები. მათ შორის, საუბარი შეეხო თბილისი-პეკინისა და თბილისი-კუანგჭოუს პირდაპირი მიმართულებების განვითარების შესაძლებლობებს. პირდაპირი საჰაერო კავშირების შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის შემდგომ განვითარებას, მისი ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა პეკინში, გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმის ფარგლებში მიღებულ ერთობლივ ინიციატივას ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობის, საიმედოობის, ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერებას.
აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება ჩინეთის მზარდ ინტერესს შუა დერეფნის მიმართ, რაც დერეფნის გავლით ჩინეთთან დაკავშირებული ტვირთბრუნვის ზრდაშიც აისახება. 2025 წელს შუა დერეფნის გავლით ჩინეთიდან და ჩინეთის მიმართულებით ტვირთბრუნვა 20%-ით გაიზარდა, ხოლო მაღალი დინამიკა 2026 წელსაც გრძელდება“, - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რკინიგზის და საავიაციო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირები, COSCO SHIPPING Holdings -ის გენერალური მენეჯერი ლი ძი, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - თამარ იოსელიანი, ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე ესწრებოდნენ.
1790105237
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ოპოზიციის ფრუსტრირების პროცესი მიდის დასასრულისკენ - ეს არის ის პროცესი, რომელიც დიდი იმედია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ მათი განულებით დასრულდება და ისინი გაქრებიან პოლიტიკური ველიდან
ოპოზიციის ფრუსტრირების პროცესი მიდის დასასრულისკენ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ. დავით მათიკაშვილი ასე აფასებს ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირებას. „მათ მთლიანად...
1790102362
მსოფლიოუკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღების გადაწყვეტილება სამარცხვინო და გაუმართლებელია - მოსკოვი ზეიმობს, რადგან მიიღო ის, რაც სურდა, დაუსჯელობის შეგრძნება
„უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღების გადაწყვეტილება სამარცხვინო და გაუმართლებელია“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ. „მოსკოვი ზეიმობს, რადგან მიიღო ის, რაც...
1790099517
საზოგადოებააზერბაიჯანის საგარეო უწყება: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ აღიარებს საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებსა“ და შედეგებს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებთან“ დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაქო კვლავ უპირ...
1790098124
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები
შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თ...
1790095730
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირია სწორედ ის მხარე, რომელმაც შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი, მზად ვართ დიალოგის აღსადგენად, ჩვენსა და ევროკავშირის ინტერესშია, რომ იყოს კონსტრუქციული დიალოგი
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ბელგიის სამეფოს პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. მისი თქმით, ქართულმა...



























