გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიას საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა აინტერესებს და არა ქართული საზოგადოება - ქვეყანაში მათი ინტერესების გამტარი ხელისუფლება სურთ, რათა შუა დერეფანზე კონტროლი მოიპოვონ

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ბრიუსელს საქართველოში ეროვნული ხელისუფლების ნაცვლად საკუთარი ინტერესების გამტარი ხელისუფლების ხილვა სურს, რათა აზიის ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი შუა დერეფნის საკითხები ევროკომისიასთან შეათანხმონ.

მისი შეფასებით, საერთაშორისო ურთიერთობებში დიპლომატია უკანა პლანზეა გადაწეული და პროცესები ძალის დემონსტრირებაზეა ორიენტირებული.

დეპუტატის განცხადებით, საქართველომ უნდა გააგრძელოს პრაგმატული პოლიტიკა, შეინარჩუნოს მშვიდობა და არსებული კურსის თანმიმდევრული გაგრძელებით შუა დერეფნის შესაძლებლობები გამოიყენოს.

„გეოგრაფიულად საქართველო უმნიშვნელოვანეს შუა დერეფნის როლს ასრულებს, რაც ბრიუსელმა კარგად იცის. მათ საქართველოში სურთ არა ეროვნული, არამედ საკუთარი ხელით დასმული ხელისუფლება, რათა აზიის ქვეყნები, მათ შორის ჩინეთიც, საქართველოს ხელისუფლების ნაცვლად ევროკომისიასთან მიდიოდნენ და მათთან ათანხმებდნენ რა და როგორ გაივლის საქართველოს ტერიტორიაზე. მათ აინტერესებთ მხოლოდ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა და არა ქართველი ხალხი. პირდაპირ თქვეს - სააკაშვილი რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ომს დაიწყებდაო. და კარგად ვიცით, სააკაშვილი ვისი ინტერესების გამტარია. ვხედავთ, როგორ შეიცვალა ურთიერთობების ფორმატი - დიპლომატია გვერდზეა გადადებული და ყველაფერი პირდაპირ ძალმომრეობაზე გადის - ვის მეტი ძალა ექნება, ვინ გაატარებს ევროსაბჭოს პოლიტიკას ბოლომდე და ა.შ. ბუნებრივია, საქართველომ უნდა გააგრძელოს პრაგმატული პოლიტიკა და შეინარჩუნოს მშვიდობა, რასაც ეკონომიკური აღმავლობა მოსდევს - ეს არის ყველაზე სწორი გზა. ევროპარლამენტარებს კი, არ გაუჭირდებათ აქ ჩამოსვლა და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ხელის ისე ჩამორთმევა, თითქოს არაფერი ყოფილა. ჩვენ სწორი პოლიტიკისა და საზოგადოების სწორად ინფორმირების ფონზე უნდა შევძლოთ კურსის ბოლომდე შენარჩუნება, რათა გავიდეთ ბოლოში, რასაც შუა დერეფანი ჰქვია,” - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792962016

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ის ღირებულებები, რომელთა საფუძველზეც შეიქმნა თავის დროზე ევროკავშირი, ფაქტობრივად, განადგურებულია. ის კრიზისი, რომელიც უნდოდათ, რომ სხვაგან შეექმნათ, მოუვიდათ თავის ქვეყნებში. ამიტომ ვამბობ, რომ ბუმერანგის პრინციპი არსებობს

ეს არის საბაბი და ის რეალური მოთხოვნები, რომლებიც ზოგადად ამ გამოსვლებშია, არის ის არასწორი დამოკიდებულება, რომელიც აქვთ იმ ხელისუფლებებს საზოგადოების მიმართ, მათ შორის კრიზისები, რომელსაც რატომღაც ყუ...

პოლიტიკოსი

1792960945

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს სამართალდამცავ ძალებს, რომლებიც მობილიზებულნი იყვნენ წესრიგის უზრუნველსაყოფად, რთული ვითარების მიუხედავად, სახელმწიფომ თავისი მისიები შეასრულა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ შაბათ-კვირას მიმდინარე დემონსტრაციების დროს სახელმწიფომ თავისი მოვალეობები შეასრულა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მაკრონმა პოლიციას რთულ ვი...

მაკრონი მაკრონი

1792959382

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: როდესაც შენ საქართველოს საზოგადოებას დაანახვებ, რომ ვითომ ევროპული ღირებულებაა ომი და ომი ჯობია მშვიდობას, ოჯახს ჯობია ლგბტ პროპაგანდა და თურმე ესაა ევროპული ღირებულება, რა თქმა უნდა, ამით თელავ, პირველ რიგში, ევროპულ ღირებულებას

როდესაც შენ საქართველოს საზოგადოებას დაანახვებ, რომ ვითომ ევროპული ღირებულებაა ომი და ომი ჯობია მშვიდობას, ოჯახს ჯობია ლგბტ პროპაგანდა და თურმე ესაა ევროპული ღირებულება, რა თქმა უნდა, ამით თელავ, პირვ...

ააა

1792958980

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: კომენდანტის საათით რომ მართავ პროცესებს, იქ არის დემოკრატია და საქართველოში, სადაც მაქსიმალურად მართავდნენ ძალოვანი უწყებები პროცესებს, აქ არის დემოკრატიის უკუსვლა?!

კომენდანტის საათით რომ მართავ პროცესებს, იქ არის დემოკრატია და საქართველოში, სადაც მაქსიმალურად მართავდნენ ძალოვანი უწყებები პროცესებს, არის დემოკრატიის უკუსვლა?! ახლა ჩვენ რა ვქნათ, გამოვიდეთ და ვთქვ...

გურამ მაჭარაშვილი

1792958304

მსოფლიო

მარინ ლე პენი: უნდა აღვადგინოთ ჩვენი კონსტიტუციის სრული ძალა, არცერთი ტექსტი, არცერთი უფლებამოსილება, არცერთი უცხოური, თუნდაც ევროპული, არ იქნება კონსტიტუციაზე მაღლა

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი აცხადებს, რომ 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთში „რენესანსი“ მოხდება. მისი თქმით, ულტ...

მარინ ლე პენი