თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: რაც მალე გამოვლენ იმის ილუზიიდან, რომ მათ ჩვენი მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა აქვთ, მით უკეთესი იქნება მათთვის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი ემყარება საგამოძიებო კომისიის მასალებს და სარჩელში არის უფრო ფართოდ მოხმობილი ის მტკიცებულებები, რომელიც ამ პარტიებს ერთმანეთთან აკავშირებს და ერთმანეთის ქმედებებზე პასუხისმგებელს ხდის.
მისი თქმით, ბრალდებულებმა ძალიან კარგად იციან, რას ედავებიან, რასაც თავად მოსამართლეების განმარტებებიც ადასტურებს.
შარმანაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ დროულად უნდა დაანებოს თავი ილუზიებს მოსახლეობის ფართო მხარდაჭერის შესახებ.
„ჩვენი მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი ემყარება საგამოძიებო კომისიის მასალებს, ასევე სარჩელში არის უფრო ფართოდ მოხმობილი ის მტკიცებულებები , რომელიც ამ პარტიებს ერთმანეთთან აკავშირებს და ერთმანეთის ქმედებებზე პასუხისმგებელს ხდის, ამას ვნახავთ დღეს, გამოვა ჩვენგან მომხსენებელი მოსამართლის შემდეგ და ფართოდ წარუდგენს სასამართლოს ამ მტკიცებულებებს. მათ ძალიან კარგად გაიგეს რას ვედავებით, თვითონ მოსამართლეებმაც აღნიშნეს, შემდგომში როდესაც ისინი თავის მოსაზრებებს გადმოსცემდნენ, ძალიან მარტივად ახსნეს, რაში ედავებოდნენ მათ და რატომ არ უნდა შედავებოდნენ, ასე რომ მათ ძალიან კარგად იციან რას ვედავებით და დღეს ეს იქნება წარმოდგენილი. რაც მალე გამოვლენ იმის ილუზიიდან, რომ მათ ჩვენი მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა აქვთ მით უკეთესი იქნება მათთვის, როგორც ადამიანებისთვისაც აღარ ვლაპარაკობ როგორც პოლიტიკოსებისთვის. საერთოდ ილუზიებში ცხოვრება ძალიან რთულია და კარგი იქნება ამ ილუზიებს თავს თუ დაანებებენ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
1792962016
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ის ღირებულებები, რომელთა საფუძველზეც შეიქმნა თავის დროზე ევროკავშირი, ფაქტობრივად, განადგურებულია. ის კრიზისი, რომელიც უნდოდათ, რომ სხვაგან შეექმნათ, მოუვიდათ თავის ქვეყნებში. ამიტომ ვამბობ, რომ ბუმერანგის პრინციპი არსებობს
ეს არის საბაბი და ის რეალური მოთხოვნები, რომლებიც ზოგადად ამ გამოსვლებშია, არის ის არასწორი დამოკიდებულება, რომელიც აქვთ იმ ხელისუფლებებს საზოგადოების მიმართ, მათ შორის კრიზისები, რომელსაც რატომღაც ყუ...
1792960945
მსოფლიოემანუელ მაკრონი: მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს სამართალდამცავ ძალებს, რომლებიც მობილიზებულნი იყვნენ წესრიგის უზრუნველსაყოფად, რთული ვითარების მიუხედავად, სახელმწიფომ თავისი მისიები შეასრულა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ შაბათ-კვირას მიმდინარე დემონსტრაციების დროს სახელმწიფომ თავისი მოვალეობები შეასრულა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მაკრონმა პოლიციას რთულ ვი...
1792959382
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: როდესაც შენ საქართველოს საზოგადოებას დაანახვებ, რომ ვითომ ევროპული ღირებულებაა ომი და ომი ჯობია მშვიდობას, ოჯახს ჯობია ლგბტ პროპაგანდა და თურმე ესაა ევროპული ღირებულება, რა თქმა უნდა, ამით თელავ, პირველ რიგში, ევროპულ ღირებულებას
როდესაც შენ საქართველოს საზოგადოებას დაანახვებ, რომ ვითომ ევროპული ღირებულებაა ომი და ომი ჯობია მშვიდობას, ოჯახს ჯობია ლგბტ პროპაგანდა და თურმე ესაა ევროპული ღირებულება, რა თქმა უნდა, ამით თელავ, პირვ...
1792958980
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: კომენდანტის საათით რომ მართავ პროცესებს, იქ არის დემოკრატია და საქართველოში, სადაც მაქსიმალურად მართავდნენ ძალოვანი უწყებები პროცესებს, აქ არის დემოკრატიის უკუსვლა?!
კომენდანტის საათით რომ მართავ პროცესებს, იქ არის დემოკრატია და საქართველოში, სადაც მაქსიმალურად მართავდნენ ძალოვანი უწყებები პროცესებს, არის დემოკრატიის უკუსვლა?! ახლა ჩვენ რა ვქნათ, გამოვიდეთ და ვთქვ...
1792958304
მსოფლიომარინ ლე პენი: უნდა აღვადგინოთ ჩვენი კონსტიტუციის სრული ძალა, არცერთი ტექსტი, არცერთი უფლებამოსილება, არცერთი უცხოური, თუნდაც ევროპული, არ იქნება კონსტიტუციაზე მაღლა
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი აცხადებს, რომ 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთში „რენესანსი“ მოხდება. მისი თქმით, ულტ...































