გურამ მაჭარაშვილი: როგორ შეიძლება, მოლდოვა უსწრებდეს საქართველოს, რომელიც გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილზეა, თუ სხვა სახელმწიფოსთან შეერთების ხარჯზე გვაჯობებს, ამის ნამდვილად არ შეგვშურდება
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირში გაერთიანების გზაზე მოლდოვას მიღწევებთან დაკავშირებით ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, წარმოუდგენელია საქართველოს მოლდოვას „წარმატების“ შეშურდეს მაშინ, როცა, ეს უკანასკნელი მზადაა, ევროკავშირში გასაწევრიანებლად საკუთარ სუვერენიტეტზე თქვას უარი.
„როგორ შეიძლება, ასეთი ტიპის ქვეყანა [მოლდოვა] უსწრებდეს საქართველოს, რომელიც, ევროპის ინსტიტუტების შეფასებით, გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილზეა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მოლდოვას უწინასწარმეტყველეს სხვა სახელმწიფოსთან შეერთება. თუ ამით გაგვისწრებს მოლდოვა, რომ სხვა სახელმწიფოს შეუერთდება, მისი ნამდვილად არ შეგვშურდება. ევრობიუროკრატიის გამონათქვამები მათივე სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის მხრიდან არის დაწუნებული და არა მარტო დაწუნებული, სერიოზულ კონფლიქტში არიან ევრობიუროკრატია და შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ერთმანეთთან“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
1791295760
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა არის გამქრალი, ერთადერთი, ვინც დღეს მათ ასულდგმულებთ, ეს არის უცხოეთი
ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, „აირაის“ კვლევამ კარგად აჩვენა, თუ რა პროცესები მიდის ოპოზიციაში. „რადიკალუ...
1791295468
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე: ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დაიწყო ომი, იყო სწორედ ნატოს გაფართოების გეგმები აღმოსავლეთის მიმართულებით, დღეს ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში, მიზნებისა და ოცნებებისგან აღარაფერს ტოვებენ
„ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დაიწყო ომი, იყო სწორედ ნატოს გაფართოების გეგმები აღმოსავლეთის მიმართულებით. დღეს ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში, მიზნებისა და ოცნებებისგან აღარაფერს ტოვებენ რაც შეეხება ნატოს წევ...
1791294513
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ერთადერთი, რაშიც გვისწრებს მოლდოვა, არის ბრიუსელის ლამაზი სიტყვები, ასეთი სიტყვები ნამდვილად არ გვჭირდება, თუკი მათ მიღმა თავსმოხვეული პოლიტიკით დავზიანდებით
„ვინც უჯერებს ბრიუსელს, ზიანდება, ვინც არ უჯერებს ბრიუსელს და უჯერებს საკუთარ ხალხს, მოგებაშია ეკონომიკური თვალსაზრისით“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხად...
1791294443
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: გარე აქტორები როდესაც ცდილობენ, გავლენა მოახდინონ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ არჩევანზე, ეს თანამშრომლობა აღარ არის, ეს სახელმწიფოთა სუვერენიტეტის დარღვევაა
„უცხოური ჩარევა დემოკრატიული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი და მუდმივი საფრთხეა. ამასთან, ეს სისტემური და მზარდი გამოწვევაა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპა...
1791293528
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: მთავრობისა და პარლამენტისადმი სწორედ იმიტომ არის ხალხის ნდობა, რომ ვმოქმედებთ ხალხის ინტერესებით და არა გლობალური ტრენდებით განპირობებული ინტერესების მომსახურებით
„სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელი რითაც არის დაკავებული, ეს არის პროპაგანდა, ეს არის, რასაც ჩვენ ვამხელთ, ცივილიზაციური უფსკრულისკენ სვლაა, როცა ფიქრობენ, რომ პროპაგანდით ჩაანაცვლებენ ნამდვილ საქმეს“, - ამის...




























