ზურაბ ქადაგიძე: რატომ გავიდნენ ეს გერმანული ფონდები ქართული სივრციდან? იმიტომ ხომ არა, რომ ირიბად დაკავშირებული იყვნენ ე.წ. რადიკალიზმთან და პოლიტიკურ აქტივიზმთან?

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე გერმანული ოთხი ფონდის (კონრად ადენაუერის ფონდი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი) წასვლასთან დაკავშირებით საქართველოში გერმანიის ელჩის ბარბარა ფოსის კომენტარს მედიასთან აფასებს.

დეპუტატის თქმით, თუკი ისინი კანონს დაიცავდნენ და მათ მიერ დახარჯული თანხის რაოდენობაცა და მიზნობრიობაც გამჭვირვალე, კანონთან შესაბამისობაში იქნებოდა, პრობლემა არ შეექმნებოდათ და სახელმწიფოსგანაც დიდი მხარდაჭერა ექნებოდათ.

„საქართველოში იმუშავა კანონის უზენაესობამ და ეროვნულმა ინტერესებმა. ამაში იგულისხმება ის, რომ თუკი ეს ფონდები სახელმწიფოს მიმართავდნენ, აუხსნიდნენ და დაუსაბუთებდნენ, რა მასშტაბით აპირებდნენ ამა თუ იმ აქტივობის დაფინანსებას და მიზნობრიობასაც დაასაბუთებდნენ, მაშინ ხელი არაფერში შეეშლებოდათ - ისევე, როგორც აქამდე არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ. ვსვამ კითხვას: რატომ გავიდნენ ეს ფონდები ქართული სივრციდან? იმიტომ ხომ არა, რომ, გარკვეულწილად, ირიბად დაკავშირებული იყვნენ ე.წ. რადიკალიზმთან და პოლიტიკურ აქტივიზმთან? აქ იმუშავა იმან, რომ ვერცერთი ფონდი - საერთაშორისო იქნება ეს, თუ ადგილობრივი, ქართულ კანონმდებლობას თავს ვერ აარიდებს.

ამიტომ უხერხული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად თვითონვე დატოვეს ქვეყანა. მათ თუ სურდათ საქართველოში ოპერირება, ამის დალაგება უპრობლემოდ შეეძლოთ. გერმანიის ელჩი თუ თვლის, რომ ეს ოთხი ფონდია ქართულ-გერმანული ურთიერთობები, მის კომპეტენციაში ეჭვი მეპარება. თუ ასე მიიჩნევს, მას შეეძლო, დაერწმუნებინა ამ ოთხი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ეთანამშრომლათ ხელისუფლებასთან, დაეცვათ კანონი და აუცილებლად მიიღებდნენ ძლიერ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისგან. თუმცა, ასეთი საქციელიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ, სამწუხაროდ, ეს ოთხივე ფონდი პოლიტიკურ აქტივიზმთან იყო დაკავშირებული“, - აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791297483

ახალი ამბები

დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ფაქტზე ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დააკავეს

ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პროკურატუ...

ნოდარ ჩაჩუა

1791295760

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა არის გამქრალი, ერთადერთი, ვინც დღეს მათ ასულდგმულებთ, ეს არის უცხოეთი

ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, „აირაის“ კვლევამ კარგად აჩვენა, თუ რა პროცესები მიდის ოპოზიციაში. „რადიკალუ...

შალვა პაპუაშვილ

1791295468

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე: ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დაიწყო ომი, იყო სწორედ ნატოს გაფართოების გეგმები აღმოსავლეთის მიმართულებით, დღეს ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში, მიზნებისა და ოცნებებისგან აღარაფერს ტოვებენ

„ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დაიწყო ომი, იყო სწორედ ნატოს გაფართოების გეგმები აღმოსავლეთის მიმართულებით. დღეს ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში, მიზნებისა და ოცნებებისგან აღარაფერს ტოვებენ რაც შეეხება ნატოს წევ...

შალვა პაპუაშვილი

1791294513

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ერთადერთი, რაშიც გვისწრებს მოლდოვა, არის ბრიუსელის ლამაზი სიტყვები, ასეთი სიტყვები ნამდვილად არ გვჭირდება, თუკი მათ მიღმა თავსმოხვეული პოლიტიკით დავზიანდებით

„ვინც უჯერებს ბრიუსელს, ზიანდება, ვინც არ უჯერებს ბრიუსელს და უჯერებს საკუთარ ხალხს, მოგებაშია ეკონომიკური თვალსაზრისით“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხად...

შალვა პაპუაშვილი

1791294443

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: გარე აქტორები როდესაც ცდილობენ, გავლენა მოახდინონ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ არჩევანზე, ეს თანამშრომლობა აღარ არის, ეს სახელმწიფოთა სუვერენიტეტის დარღვევაა

„უცხოური ჩარევა დემოკრატიული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი და მუდმივი საფრთხეა. ამასთან, ეს სისტემური და მზარდი გამოწვევაა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპა...

შალვა პაპუაშვილი