გურამ მაჭარაშვილი საქართველო-რესეთის ურთიერთობაზე: ჩვენ ვემხრობით პრაგმატულ პოლიტიკას, რაც გულისხმობს ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარებას
რუსეთთან საქართველოს ურთიერთობების მიზანშეწონილობაზე „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს, რუსეთთან ურთიერთობები ლაგდებოდა იმის მიხედვით, თუ რა სურდათ „ნაციონალური მოძრაობის“ პატრონებს.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, ის ძალები, რომლებიც ცდილობდნენ, საქართველოში მართული ხელისუფლება ჰყოლოდათ და რუსეთთან ქვეყნის ურთიერთობაც მათი ინტერესის შესაბამისი ყოფილიყო, თავად არ წყვეტდნენ კავშირებს მოსკოვთან.
„2008 წლის აგვისტოს ომის და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის მიუხედავად, „ნაცმოძრაობა“ რუსეთთან ჩახუტებული იყო და სააკაშვილი ჭიქითა და ყვავილებით ხელში ხვდებოდა რუს ტურისტებს, რადგან მაშინ ასე აწყობდათ. 2022 წლის შემდეგ კი, როგორც ჩანს, პატრონებმა უთხრეს, შეცვალეთ რიტორიკა და რუსეთი მტერია იძახეთო და ა.შ. და მათაც შეცვალეს რიტორიკა. თუმცა, ამავდროულად, შეერთებული შტატებს ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს რუსეთთან, ევროკავშირის ქვეყნებსაც პირდაპირი სავაჭრო კავშირები აქვთ და არც ჩინეთის ფაქტორი უნდა დაგვავიწყდეს. როცა ჩვენ გვაკრიტიკებდნენ ჩინეთთან სტრატეგიული ხელშეკრულების გაფორმების გამო, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირდაპირ კავშირებზე გადიოდა პეკინთან“, - განაცხადა დეპუტატმა.
დეპუტატმა ასევე ისაუბრა საქართველოს ინტერესზე და განაცხადა, რომ ქვეყნის ინტერესი რუსეთთან ურთიერთობაში პრაგმატულ პოლიტიკას ემყარება.
„ჩვენ ვემხრობით პრაგმატულ პოლიტიკას - რაც გულისხმობს ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარებას. როდესაც ევროკავშირის ქვეყნებს ეკითხებიან, თუ რატომ აქვთ ურთიერთობა რუსეთთან, ისმის პასუხები, რომ ახლა პოლონეთს, საფრანგეთს, ამერიკას სჭირდება გაზი, სურსათი, იშვიათი ლითონები და ა.შ. საქართველოს არ სჭირდება არაფერი? მათ თუ სჭირდებათ ოკუპანტ რუსეთთან ურთიერთობა, საქართველოს არ სჭირდება არაფერი, რომ შეგვატოვეს რუსეთის პირისპირ? ჩვენ გვეუბნებიან, რომ უნდა შევებრძოლოთ და სანქციები დავუწესოთ - შედეგს კი, რაც ამას შეიძლება მოჰყვეს, ყველა ხედავს უკრაინის მაგალითზე“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
1793282130
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, რომელიც საქართველოს პატრონობდა, მისთვის იმის დაბრალება, რომ ბიუჯეტის ხარჯზე ფული იშოვა, უტიფრობაა
უტიფრობაში ერთმანეთს ეჯიბრებიან სააკაშვილი, გვარამია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ნიკა გვარამიას დღევან...
1793280078
ახალი ამბებიბრალდებულმა დაზარალებული ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და ადგილიდან მიიმალა - 1 პირს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ...
1793280013
საზოგადოება1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5959 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.5959 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5957 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1793278804
ახალი ამბებითამთა მეგრელიშვილი: ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უბრალოდ უკიდურესი უტიფრობაა და კიდევ ერთხელ ამხელს კოლექტიური „ნიკა გვარამიების“ პოლიტიკურ და ადამიანურ სიბეცეს
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ნიკა გვარამიას მიერ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ფონდი „ქართუს“ მეშვეობით საქართველოში სხვადასხვა პროე...
1793278155
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს კორტნი ოსტრიანს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა კორტნი ოსტრიანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები...




























