პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ადვოკატ დარეჯან სულაშვილისთვის ჩანაწერების გატანაზე შეზღუდვის დაწესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ადვოკატ დარეჯან სულაშვილისთვის ჩანაწერების გატანაზე შეზღუდვის დაწესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ადვოკატს მიეცა მასალის დაწესებულებიდან გატანის შესაძლებლობა.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ადვოკატ დარეჯან სულაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მას ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ გელა ისაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული ჩანაწერების დაწესებულებიდან გატანის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ პენიტენციური კოდექსის 115-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პენიტენციური დაწესებულების მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე მიღებული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე, ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს დაწესებულება. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია მოწმდება. შემოწმება მოიცავს კორესპონდენციის ვიზუალურ დათვალიერებას მისი შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო, უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებას, პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე უფლებამოსილია, გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა.

აღნიშნულ შემთხვევაში ადვოკატ დარეჯან სულაშვილის მიერ დაწესებულებიდან გასატან ჩანაწერს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან ჩაუტარდა ვიზუალური შემოწმება შინაარსის გაცნობის გარეშე, რის შემდეგაც ჩანაწერი ადვოკატს გადაეცა. ამდენად, ადვოკატისთვის ჩანაწერების გატანაზე შეზღუდვის დაწესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ადვოკატს მიეცა მასალის დაწესებულებიდან გატანის შესაძლებლობა“, - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793282130

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, რომელიც საქართველოს პატრონობდა, მისთვის იმის დაბრალება, რომ ბიუჯეტის ხარჯზე ფული იშოვა, უტიფრობაა

უტიფრობაში ერთმანეთს ეჯიბრებიან სააკაშვილი, გვარამია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ნიკა გვარამიას დღევან...

დავით მათიკაშვილი

1793280078

ახალი ამბები

ბრალდებულმა დაზარალებული ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და ადგილიდან მიიმალა - 1 პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.  „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ...

პროკურატურა

1793280013

საზოგადოება

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5959 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.5959 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5957 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარი, ვალუტა

1793278804

ახალი ამბები

თამთა მეგრელიშვილი: ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უბრალოდ უკიდურესი უტიფრობაა და კიდევ ერთხელ ამხელს კოლექტიური „ნიკა გვარამიების“ პოლიტიკურ და ადამიანურ სიბეცეს

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ნიკა გვარამიას მიერ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ფონდი „ქართუს“ მეშვეობით საქართველოში სხვადასხვა პროე...

თამთა მეგრელიშვილი

1793278155

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს კორტნი ოსტრიანს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა კორტნი ოსტრიანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები...

პრემიერ-მინისტრი